თებერვალი 27, 2024 03:37

ნომინაციაში ,,ტრადიცია და გემო – 2023 “ წარდგენილია კაფე-ბარი ,,ჩვენი სახლი”

,,ჩვენი სახლი”-ს მფლობელი და ხელმძღვანელი გახლავთ ნათია ბოლქვაძე

კაფე დიდი ხნის უკან დაარსდა, მას ადრე ,, საამო” ერქვა, ახლა კი კაფე-ბარი ,, ჩვენი სახლი”-ს სახელით ფუნქციონირებს.

ქალბატონმა ნათიამ ეს სახელი გამიზნულად შეარჩია, რადგან სურს ყოველმა მომსვლელმა სტუმარმა მათთან თავი ისე იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში, თბილად, მყუდროდ და კომფორტულად.

რაც შეეხება ,,ჩვენი სახლი-”ს მენიუს, ის საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კერძებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აჭარული კერძები: აჭარული ხაჭაპური, სინორი, ბორანო, კაიმაღი და სხვა. ასევე, ბათუმში 1984წლიდან, ექსკლუზიურად მხოლოდ მათთან შეხვდებით ლაღიძის წყლებს, რომელიც ,,ჩვენი სახლი”-ს ერთგვარი სიმბოლოა. ვიზიტორები დაგემოვნებასთან ერთად სიამოვნებით ისმენენ მისი დაარსების ისტორიას და ბევრი აღნიშნავს, რომ ლაღიძის წყლები – ეს მათი ბავშვობის მოგონებაა, ამდენი წლის შემდეგ მისი გასინჯვა კი ბავშვობის დროინდელ მოგონებებში გადაკარგვა.

,,ჩვენი სახლი”-ს ძველი ინტერიერი კი ორმაგად საინტერესოს ხდის კაფეს.

ნათია ბოლქვაძე:

-ჩვენთან ძალიან ოჯახური გარემოა. მე, ჩემი შვილები, რძლები, დამხმარე პერსონალი და ჩემი მშობლები ძალას არ ვიშურებთ, რათა სტუმარმა კმაყოფილება იგრძნოს ჩვენთან ვიზიტით. ჩვენს ბიზნესს მამაჩემი უკვე წლებია ემსახურება, ახლაც კი 75 წლის ასაკში ჩემ გვერდითაა და ერთად ვაგრძელებთ ამ საქმეს. მეც ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი პატარა წვლილი შემაქვს ჩვენი კუთხის პოპულარიზაციაში.

ჩვენ კაფეს ყოველდღიურად სტუმრობენ ბათუმის კოლორიტები, ქორეოგრაფები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები  და მრავალი სხვა. მინდა აღვნიშნო, რომ ვინც ჩვენთან ერთხელ მოდის, ის უკვე ჩვენი ყოველდღიური სტუმარი ხდება. ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა და დიდი სიყვარულით და მოწიწებით ვეკიდები მას.

ჩემი საქმე ძალიან მეხმარება  დიდი თუ პატარა მიზნების განხორციელებაში.

მინდა ყველა ქალს ვუსურვო საქმე, რომელიც გააბედნიერებთ მათ.! მე კი დიდი სიამოვნებით ვიქნები მათი მასპინძელი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.