ნოემბერი 23, 2024 22:51

ნომინაციაში ,,საუკეთესო ადვოკატი იმერეთის რეგიონში- 2023″ წარდგენილია ქალბატონი ზაირა ფრუიძე

ზაირა ფრუიძე გახლავთ განათლებით იურისტი, საქალაქო, საოლქო, სასამართლოებში სხვადასხვა თანამდებობებზე მოღვაწე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მედიატორი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგების თუ კონფერენციების მონაწილე, ადვოკატი 18 წლიანი გამოცდილებით.   

ქალბატონი ზაირა ასევე გახლავთ შპს ,,ზაისი და კომპანია”-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

ქალბატონმა ზაირამ კომპანია 2016 წელს დააფუძნა, რომელიც აკრედიტებულია საქართველოში მოქმედი ევროკავშირის სტანდარტით და ზედამხედველობას ახორციელებს, აკონტროლებს სხვადასხვა რეგიონებში სამშენებლო ობიექტებზე და სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას. ამჟამად ზედამხედველობას ცაგერის, ლენტეხის, წყალტუბოს, მუნიციპალიტეტებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებს. მას მომავალში გაფართოების თვალსაზრისით დიდი გეგმები აქვს.

ქალბატონ ზაირას ხშირად დღევანდელი საქმიანობიდან გამომდინარე ,, ბიზნეს ლედის” ეძახიან.

 -ჩემი ოჯახი ცაგერის რაიონიდან არის, შრომას ბავშვობიდან ვარ შეჩვეული ოთხი დედმამიშვილი გავიზარდეთ,ოჯახში. სულ მესმოდა რომ საამაყო გვარის შვილი ვარ და არასოდეს არ უნდა დავნებებულიყავი. 19 წლის ვიყავი როცა ოჯახი შევქმენი. ჩემი შვილებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის და თანამშრომლებისთვის პირველ რიგში მეგობარი და შემდეგ ვარ დედა,ბებია, შვილი, დირექტორი თუ დამცველი.

წინააღმდეგობებს არასოდეს ვეგუები, პრირიქით უფრო მაძლიერებს და ბრძოლის სტიმულს მაძლევს. ძალიან რთულია ასეთი რთული და მრავალრიცხოვანი ოჯახის პირობებში, ვიყო წარმატებული და მეგობრებს სიტყვებს დავესესხები ვიყო ,,ბიზნეს ლედი”.

ადვოკატად საქმიანობის პერიოდში საკმაოდ რთული და პრეცედენტული საქმეები ვაწარმოვე, რამაც წარმატებები მომიტანა.

სიკეთის კეთება არის ჩემი ცხოვრების წესი, სხვაგვარად ვერ ვიქნები, ამას ვსწავლობდი ოჯახიდან, ამაზე გავიზარდე და ასე ცხოვრობ დღეს. არ ვიცი როგორ გამომდის, თუმცა იმ ხალხის გარემოცვიდან თუ შევაფასებთ რაც ჩემს გარშემო ხდება და რითაც ყოველდღე ვცხოვრობ შევძელი.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის მეტი მსურს, რომ გავაკეთო არავისი არასოდეს არაფერი შემშურებია, ალბათ ამიტომ მივაღწიე ყველაფერს და  გაჩერებას არ ვაპირებ, უფლის წყალობით კიდევ მსურს წარმატების მიღწევა.

,,არასოდეს არავისი არაფერი შეგშურდეს და შენ წარმატებული ადამიანი იქნები’’

-რთული მისია გვაკისრია ქალებს,მითუმეტეს თუ წარმატებული ხარ, ეს წარმატება საპირისპირო სქესის წამომადგენლებისათვის უფრო ადვილია, რადგან ქალი არის დედა , შვილი , მეუღლე და ეს ის ადამიანები არიან ვის გარემოცვაშიც მთელი ცხოვრება იმყოფები.ყველა სათანადო ყურადღების გაწევის შემდეგ წარმატებასაც უნდა მიაღწიო. რაზედაც ოჯახი გვაძლევს სტიმულს.

ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ურჩევს:

– არასოდეს დაკარგონ თავისი თავის რწმენა და პატივისცემა, არ დანებდნენ არ შეშინდნენ, ყველაფერი მიღწევადია და ბედნიერები არიან, რომ ამ ცხოვრების გზის დასაწყისში დგანან, არაფერია შეუძლებელი მთავარია მიზანი და უფლის რწმენა.

კომენტარის დატოვება