დეკემბერი 14, 2024 05:57

ნომინაციაში მომხმარებლისთვის შექმნილი საუკეთესო გარემო და მომსახურება ესთეტიკის სფეროში – 2023 წარდგენილია ნეილ ჰაბ • Nail Hub – Esthetics რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავთ მაკო ელბაქიძე

 

 ნეილ ჰაბ • Nail Hub – Esthetics  მომხმარებელს სთავაზობს სრულ სალონურ მომსახურებას პლუს, ესთეტიკური ცენტრის მომსახურებას რაც გულისხმობს: მანიკიურ/პედიკიურს, თმის მოვლის პროცედურებს, ვიზაჟს, ეპილაციას დიოდის სხივით, ნემსით ეპილაციას, წარბის მიკრობლეიდინგს, პერმანენტულ მაკიაჟს, წამწამების დაგრძელებას, წარბ-წამწამის ლამინირებას და უმნიშვნელოვანეს მიღწევას ესთეტიკის სფეროში კოსმეტოლოგიას როგორც სახის მოვლის ყველანაირ პროცედურას ასევე ინიექციურ კოსმეტოლოგიას. მათთან დასაქმებული სპეციალისტები ამ სფეროთი დაინტერესებული მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი პროფესიონალები არიან, მათ შორის ნინო ღვინიაშვილი, ხათუნა დგებუაძე კოსმეტოლოგები, უზომოდ ყურადღებიანი ლაზერო თერაპევტები და რაც ასევე ძალიან საამაყოა  მულტინაციონალური და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე სტილისტები, ვიზაჟისტები, პერმანენტისა და მიკრობლეიდინგის გამოცდილი მხატვრები და წარბ-წამწამის სპეციალისტები.

ამავდროულად,  ნეილ ჰაბ • Nail Hub – Esthetics  ცენტრის მომხმარებლების სულიერ განტვირთვისთვის  დაგხვდებათ საუკეთესო ესპანური მუსკატის შამპანური, თეთრი და შავი ნახევრად ტკბილი ღვინო, ყავა როგორც ცხელი ასევე ცივი და უგემრიელესი კენკრის ჩაი.

 

მოგვიყევით თქვენი და თქვენი საქმიანობის შესახებ

 მაკო ელბაქიძე

_საკმაოდ მრავალფეროვანი კარიერული გზის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, ვთვლი რომ ვარ ზუსტად იმ სფეროში რაც ჩემს ხედვას და მიზნებს იდეალურად ემსახურება. იურიდიული, საკონსულტაციო და გაყიდვების სფეროდან მიღებული გამოცდილებით, რამდენიმე წარმატებული პროექტისა და სტარტაპის შექმნის შემდეგ ჩემი ჩანაფიქრი, შემექმნა იდეალური სივრცე სხეულისა და სულის გამაჯანსაღებელი პროცედურების სასიამოვნოდ მისაღებად ასრულდა. როგორც მომხმარებელი ყოველთვის ვეძებ ადგილს სადაც ამა თუ იმ სფეროში შევძლებ სრული მომსახურების მიღებას და ეს იქნება ნაკლებ დამღლელი და პირიქით იმდენად სასიამოვნო, რომ დამრჩეს სურვილი იგივე სივრცეში განმეორებით მისვლის. ეს არის ზუსტად ის რაც იყო ჩემი ხედვა ნეილ ჰაბის ხოლო შემდგომში ნეილ ჰაბ • Nail Hub – Esthetics დაარსებისას.

აქ ყველაფერია და რაც მთავარია, პროფესიონალიზმი, კომფორტი და სიამოვნება.

4 წლიანი გამოცდილება და მოხვეჭილი სახელი ჩემთვის იმით არის განპირობებული რომ, შედეგი ყოველთვის ხარისხიანი გვაქვს ხოლო გარემო ყველაზე სასიამოვნო სადაც მე თვითონ როგორც მომხმარებელსაც კი მისარგებლია.

  • ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს თქვენი საქმიანობის წარმართვაში?

_ქალი თავისთავად არის ესთეტიკის სიმბოლო, დახვეწილობა და საკუთარი თავის მოვლის სურვილი ყველა ქალშია მაშინაც კი როდესაც ძალიან პატარები ვართ. არ არსებობს ქალი, რომელიც აღიარებს რომ ვიღაცის დასანახად უვლის თავს ან იცვამს განსხვავებულად, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ბევრად მეტად გვიყვარს ჩვენი ანარეკლის დანახვა და ამით კმაყოფილების განცდა. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არ ვიყავი ესთეტიკური ცენტრების მომხმარებელი პირადად, დღეს ჩემი გონება და თვალი მთხოვს ვიყო ზუსტად იმ ფორმაში როგორშიც შინაგანად ვხედავ თავს. აქედან გამომდინარე, როგორც ქალი მე ჩემი მომხმარებლების შინაგან განცდებს აბსოლუტურად ვიაზრებ და ვცდილობ მათი წარმოსახვა რეალობად ვაქციო.

მეორეს მხრივ, ის რომ ქალი ვარ მეხმარება ვიყო დიპლომატიური, მეგობრული და რაც მთავარია კომფორტულად ვაგრძნობინო თავი როგორც თანამშრომლებს ასევე მომხმარებლებს.

ვცნობ სეზონისა თუ ამინდის მიხედვით მომხმარებლის ინტერესებს და სწორედ ამ დროს ვამთხვევ მათთვის სასურველი პროცედურის შეთავაზებას.

არანაკლებ სახსენებელია, რომ ქალი თავისთავად ბევრად მახვილი თვალის და სილამაზის მოყვარულია, შესაბამისად იდეალური შედეგის დადგომა ჩემთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

  • რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

_ჩემი აზრით, დამოუკიდებლად იმისა თუ რა სფეროში მოღვაწეობ, ნებისმიერი ბიზნესის წარმატების გასაღები ურთიერთობებშია. ჩემი უმთავრესი წარმატება, მიღწევა არის ის რა ურთიერთობებიც არის ჩემს ქსელში. ის რომ ჩემს ანგელოზებს არასამუშაო საათებშიც ერთმანეთთან სურთ დროის გატარება, ის რომ ერთმანეთის გასაჭირია თუ ლხინი გულწრფელად გვაინტერესებს და გვახარებს, და ის, რომ ამას მომხმარებლები წამშივე ამჩნევენ და ამ ატმოსფეროს ნაწილი ხდებიან, ნეილ ჰაბ ესთეტიკი უზრუნველყოფს საოცრად თბილ და სასიამოვნო გარემოს ორივე ფილიალში. სწორედ ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სხვაგვარად ბიზნესის მართვის წარმატების გზა არ არსებობს.

  • გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში...

 

_მოსაზრება, რომ ქალი სუსტი სქესია ან ბიზნესისთვის არ გამოდგება დიდი ხნის დამსხვრეულ დამარცხებულია. ქალი როგორც ემოციებით სავსე, სიყვარულისთვის და მზრუნველობისთვის შექმნილი არსება საზოგადოებისთვის შესაბამისად მასაზრდოებელია. დღეს ჩვენ ქვეყანაშიც, სადაც უამრავი ძალიან წარმატებული ქალბატონია, რომლებმაც ამ წარმატების მისაღწევად ჩვენ ჩვენი რომი ვაშენეთ და  ჩვენი სტანდარტები დავნერგეთ, ამას გარდა ბევრი რამ ვამტკიცეთ, მაგალითად ის რომ ჩვენი აზრი და შრომა ხშირ შემთხვევაში ბევრად ნაყოფიერი და იდეალურია, ის რომ მულტიფუნქციურები ვართ და თითქმის ყოვლის შემძლეებიც მითუმეტეს თუ გარდა ყველა ჩვენი მოვალეობისა და პასუხისმგებლობისა დედებიც ვართ.

ჩვენი როლი საზოგადოების შექმნიდან იწყება და გრძელდება ამავე საზოგადოების ხარისხის გაუმჯობესებით.

  • რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

_დაუსვით თქვენს თავს კითხვა, რატომ შეიძლება არ გამოგივიდეთ? დაუსვით თქვენს თავს კითხვა და რომ გამოგივიდეთ? შემდეგ ამ ორ კითხვაზე დაუფლებული ემოციები შეაერთეთ, ეს იქნება შიში, სიხარული და სიამაყე, და დაიმახსოვრეთ, არავის არ მიუღწევია არანაირი წარმატებისთვის შიშის გარეშე, სიხარული კი უმცირესი წარმატების დროსაც აგიტაცებთ და შედეგად საკუთარი თავისგან გამოძერწავთ იმ ამაყ, წარმატებულ და უძლიერეს ქალად რასაც თქვენი შინაგანი ხმა ისედაც გეუბნებათ რომ ხართ.

არ დაუშვათ უმთავრესი შეცდომა, და თქვენი ხედვა არ ანდოთ სხვას, თქვენი თვალებით ვერავინ დაინახავს და თქვენი წარმატებისთვის არავინ იბრძოლებს. იყავით დამოუკიდებელი ყოველთვის და ყველა სიტუაციაში, იყავით მებრძოლი და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.!

 

კომენტარის დატოვება