დეკემბერი 14, 2024 05:07

ნომინაციაში,„წლის წარმატებული ბიზნესმენი, ხარისხისა და ფასის იდეალური ბალანსი გაყიდვების სფეროში”-2024, წარდგენილია თეო ჩემია

თეო ჩემია პროფესიით ექიმია, თუმცა ბავშვობიდანვე დიზაინისა და შემოქმედების სიყვარული გამოჰყვა თან. დაოჯახების შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი პატარა ბიზნესის დაწყება, რომელიც მხოლოდ 5 ჩანთით დაიწყო. თავდაპირველი პერიოდი რთული იყო, მაგრამ მისი სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა თანდათანობით შედეგს იძლეოდა.

ნელ-ნელა მისმა ბიზნესმა იმატა. ონლაინ გაყიდვებზე გადასვლამ ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ყოველკვირეული განახლებული კოლექცია მომხმარებლებისთვის მიმზიდველი გახდა. საბოლოო ჯამში, მან თავის სახლთან ახლოს Te&shop სახელწოდებით მაღაზია გახსნა.

მისი წარმატების მთავარი საფუძველი იყო მაღალი ხარისხის პროდუქტი, კონკურენტუნარიანი ფასები, მუდმივი განვითარება და სამუშაოსადმი თავდადება. მომხმარებლები აღტაცებაში მოჰყავდა მისი პროდუქციის ხარისხი და ფასი, რაზეც ყოველთვის ხაზს უსვამდნენ.

ბევრი დაინტერესებული პირი კითხულობდა, თუ როგორ ახერხებს იმდენი რამის გაკეთებას ოჯახთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი სამომავლო გეგმებია ჩინეთში გამგზავრება, მრავალი ახალი მოდელის ჩამოტანა და ასევე ფილიალების გახსნა.

თეოს აზრით, მან ძალიან ბევრს მიაღწია – 5 ჩანთიდან დიდ ბიზნესამდე. მან გზა გაუხსნა სხვა ქალებს, რომ არ შეშინდნენ და გააკეთონ ის, რაც მათ მოსწონთ. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ გულით შრომა, პატიოსნება და სხვისი მიბაძვის გარეშე მუშაობა წარმატების საწინდარია.

კომენტარის დატოვება