დეკემბერი 14, 2024 04:56

ნომინაციაში“წლის წარამტებული-პროფესიონალი ადვოკატი”-2024,წარდგენილია,მეგი ღვინიაშვლი

მეგი ღვინიაშვილი არის ადვოკატი, რომელიც იცავს უფლებებს და ქმნის ცვლილებებს, სამართლის სფეროში გამორჩეული პროფესიონალია. იგი სისხლის სამართლის სპეციალისტია და მისთვის მთავარი მიზანია სოციალურად დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, უფლებების დაცვა.

მეგის პროფესიული გზა მრავალმხრივია. იგი „ინკლუზიური განათლებისა და განვითარების პლატფორმის” აღმასრულებელი საბჭოს წევრი და დირექტორის მოადგილეა. „უფლებები საქართველოში” ორგანიზაციაში რეგიონალური ადვოკატია, მუშაობს შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. მისი სპეციალიზაციაა ბავშვთა უფლებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვა.

მას  პროფესიული მიდგომა გამორჩეული და პრინციპული აქვს. იგი არ არის მხოლოდ ფინანსურ შედეგებზე ორიენტირებული. პირიქით, მიაჩნია, რომ რთული საქმეების გადაჭრა და პოზიტიური შედეგის მიღწევა გაცილებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. სამართლის მაგისტრი, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” ორგანიზაციის წევრი, მუდმივად მუშაობს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

მთავარ მიღწევად თვლის, რომ იგი დაეხმარა მრავალ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალსა და არასრულწლოვანს. მიზანია მათი დაცვა, გაძლიერება, თვითრწმენის აღდგენა და სამყაროსთვის სხვა თვალით შეხედვაში დახმარება.

გენდერულ საკითხებზე მას გაცხადებული პოზიცია აქვს. აცხადებს, რომ სქესს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს წარმატებისთვის. მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმე, რომლის გაკეთებაც ქალს არ შეუძლია. მისი მოტივაციის წყარო – სხვათა კეთილდღეობის უზრუნველყოფა და რეალური სოციალური ცვლილებების შექმნა.

მომავლისადმი მზაობა მისთვის მუდმივი პროფესიული განვითარებაა. იგი გეგმავს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას, რაც მის უწყვეტ სწრაფვას ცოდნისა და პიროვნული განვითარებისკენ ადასტურებს.

მეგის განვლილი გზა არ არის მარტივი – იყო მარცხებიც, იყო წარმატებებიც. თითოეული გამოცდილება მის პროფესიულ და პიროვნულ ზრდას ემსახურება. მთავარი გზავნილი ქალებისთვის შემდეგია: არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა, რამდენჯერაც არ უნდა იგემოთ მარცხის გემო, იმდენჯერ სცადეთ, ვიდრე წარმატებას არ მიაღწევთ.

კომენტარის დატოვება