მარადიული სამოსი, მარადიული სიყვარულისთვის!
“ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ეროვნული საქორწილო ტანსაცმლის ხარისხიანი, ექსკლუზიური და გამორჩეული ბრენდი „მარადიული“
ბრენდმა უკვე მოიპოვა მომხმარებლების აღიარება და კმაყოფილება, რაზეც მეტყველებს მათი უამრავი დადებითი შეფასება და ის, რომ ბრენდი უკვე 10 წელია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე.
ბრენდის 2012 წელს დააფუძნა ქალბატონმა ნარინე პურტოიანმა დედასთან, კარინე გალოიანთან ერთად.
როგორც თავად ქალბატონი ნარინე იხსენებს, მას ბავშვობიდან ძალიან მოსწონდა და აინტერესებდა, იტაცებდა საქორწილო სამოსი:
• ხშირად ვხატავდი და ვკერავდი, მომწონდა ძველებური მოდა, გაშლილი გრძელი კაბები, მძივებით გაფორმებული ხელნაკეთი ორნამენტებით. როდესაც გავაცნობიერე, რომ ჩემი გატაცება შესაძლებელია ბიზნესად გადავაქციო, მაშინვე დავიწყე მოქმედება.
• საქორწილო ეროვნული სამოსი არის მარადიული სილამაზე რომელიც არასდროს კარგავს ხიბლს და მოდის ტენდენციებს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ეროვნულ მარადიულ სამოსს.
-ამბობს ქალბატონი ნარინე და ბრენდის სლოგანიც ასე ჟღერს:
მარადიული სამოსი, მარადიული სიყვარულისთვის!
ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, რომ მოდელების შექმნისას ანახლებს ძველებურ ორნამენტებს და ელემენტებს. თითქმის ყველა ეროვნულ სამოსზე დატანილია ხელნაკეთი ორნამენტები, რომლებსაც აღარ იმეორებს- სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ბრენდ „მარადიულის“ კოლექციის დიდი ნაწილი არის ექკლუზივი და განსხვავებული.
ქალბატონი ნარინე მიიჩნევს, რომ როგორც საკუთარ ორგანიზაციაში, ასევე საზოგადოებაში, ქალების როლი არის ძალიან დიდი, რაც განპირობებულია მათი შრომისუნარიანობით, ამოუწურავი ენერგიითა და მზრუნველობით ყველა ასპექტში.
ვუსურვებ ყველა ქალბატონს მათ ვისაც გაქვთ ჰობი, შეგიძლიათ წარმატებულ ბიზნესად და შემოსავლის წყააროდ აქციოთ.