ნოემბერი 24, 2024 09:24

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპონსორია სანთლების მწარმოებელი ბრენდი “სანლაითი”

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპონსორია ხელნაკეთი, ორიგინალური და სურნელოვანი სანთლების მწარმოებელი ბრენდი “სანლაითი”.

https://www.facebook.com/profile.php?id=100090291440874&sk=photos

ბრენდის დამფუძნებელ, ქაალბატონი თათია ნონიაძე გვიყვება იდეის გაჩენის, მისი სახელდებისა და ჩანაფიქრის საქმედ ქცევის ისტორიას:

  • სანთელი სინათლის წყაროა და სწორედ ეს ასოციაცია გვიჩნდება მაშინვე ყველას.  სწორედ ამიტომ დავაკავშირე ბრენდის სახელწოდება  სინათლის და სიცოცხლის უდიდეს წყაროსთან – მზესთან. სანლაითი მზის სინათლეს ნიშნავს და ინგლისურენოვანი დასახელება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ საერთაშორისო ენაა და ჩვენ კი წინ დიდი გეგმები გვაქვს.
  • სანთლების შექმნის იდეა გამიჩნდა 2023 წლის თებერვალში, 22 თებერვალს კი დავამზადე ჩემი პირველი სანთელი. თანდათან ვცდილობ გავამრავალფეროვნო ჩვენი ასორტიმენტი, ბევრი განსხვავებული ფორმა და სურნელი შევთავაზო მომხმარებელს. საბედნიეროდ, ცდამ გამოიღო შედეგი, რაშიც ჩვენი მომხმარებლების დადებითი გამოხმაურებები გვარწმუნებს და გვაძლევს მოტივაციას, უფრო მეტად განვვითარდეთ.

ქალბატონი თათია გვიყვება, რომ სამსახურის დატოვებამ ბევრი დრო გამოუთავისუფლა, რაც საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენისთვის გამოიყენა.

  • 2023 წლის 6 თებერვალს წამოვედი სამსახურიდან, ამ სფეროში 6 წელი ვიმუშავე შეიძლება ითქვას გაუჩერებლად და საკმაოდ წარმატებულადაც. საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მქონდა და თავისუფალ დროს იშვიათად თუ გამოვნახავდი… სამსახურის დატოვების შემდეგ კი უამრავი თავისუფალი საათი მქონდა და არ ვიცოდი, როგორ გამეყვანა დრო… ერთ დღესაც, უბრალოდ სოციალურ ქსელში ვნახე ვიდეო ერთ-ერთი ამერიკელი ბლოგერის, რომელიც ამზადებდა ულამაზეს სანთლებს. ძალიან მომინდა მეც მქონდოდა მსგავსი სანთელი, დავიწყე ძებნა და მივხვდი რომ საქართველოში რთულად ხელმისაწვდომი იყო მსგავსი პროდუქტი, ამიტომ გადავწყვიტე თავად დამემზადებინა… გამოვიწერე სხვადასხვა ქვეყნიდან მასალები და ამანათის მიღებისთანავე დავიწყე დამზადება, დავამზადე 1, 2, 3 …. უამრავი სანთელი. მალე სახლში აღარ მქონდა ისეთი კუთხე, რომელიც სანთლით არ იყო გალამაზებული. ეს პროცესი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ არ მინდოდა გაჩერება. მივხვდი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დამზადება არ იყო საკმარისი და დრო იყო მთელი საქართველოსთვის ყოფილიყო მარტივად ხელმისაწვდომი ჩემი ნამუშევრები და მივედი ბრენდის დაარსების იდეამდე.

მიიჩნევს, რომ  ბევრი მოისურვებს მსგავსი პროდუქტის შექმნას, თუმცა კონკურენცია არ აშინებს, რადგან პირველ რიგში საკუთარი ნამუშევრების ხარისხშია დარწმუნებული და მეორეც ის, რომ ბრედი მხოლოდ ფინანსური სარგებლისთვის არ შეუქმნია,

  • ეს საქმე ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე ბიზნესი, სწორედ ამიტომ ვთავაზობ მომხმარებელს ხემისაწვდომობას, რაც გულისხმობს მინიმალურ ფასებს. ვმუშაობ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა რეგიონში იყოს “სანლაით• Sun light” და არა მარტო საქართველოში. მაგალითად, დღეს მივიღე 20 სანთლის შეკვეთა იტალიიდან. ნამდვილად არ გავჩერდები მანამ, სანამ ჩემს დასახულ მიზნებს არ მივაღწევ!

ამაყია იმით, რომ ქალთა სქესს წარმოადგენს.

  • ვამაყობ, რომ ვარ  ქალი. ქალი, რომელიც არასდროს ნებდება, ყველა დასახული მიზნის მისაღწევად იბრძვის… მინდა, ყველა ქალი იყოს ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული. ყველას უნდა ქონდეს შანსი, რომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში. არავის უნდა შეეძლოთ ქალებზე ზემოქმედება, მანიპულირება. მე, როგორც სანლაითის დამფუძნებელი, პირობას ვდებ, რომ ყოველთვის ვეცდები დავეხმარო ქალებს საკუთარი თავის პოვნაში და განვითარებაში!

ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს ბიზნესსა თუ კარიერაში, ურჩევს, რომ პირველ რიგში იპოვონ საკუთარი თავი.

  • მიუხედავად იმისა რომ “სანლაითი•Sunlight” არის სტარტაპი და რეალურად ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, მე მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება როგორც კარიერაში, ასევე ბიზნესში. შეიძლება ითქვას, ბავშობიდანვე ვარ სხვადასხვა ბიზნესში ჩართული… რეალურად, ერთ რამეს მივხვდი, რომ ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი, არ უნდა შეეშინდეს შეცდომების, ჩვენ მართლაც შეცდომებზე ვსწავლობ,  რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს. რამდენიმე ცდის შემდეგ მაინც იპოვი იმას, რაც რეალურად შენია და მიხვდები, რამხელა ბედნიერებაა, როცა შენი საყვარელი საქმით ხარ დაკავებული.

კომენტარის დატოვება