ნოემბერი 24, 2024 15:34

“ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ორგანული თავის მოვლის საშუალებების ბრენდი, ELMA

“ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ორგანული თავის მოვლის საშუალებების ბრენდი,
ELMA – დამზადებულია საქართველოში.
კომპანიის დამფუძნებელი გახლავთ მაკო მახარობლიძე.
მაკო ამბობს, რომ ის, რომ საქმეს სიყვარილით აკეთებს, კარგად აისახება მის მიერ შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებების ვიზუალსა თუ შერჩეული პროდუქციის ხარისხში:
• იმისათვის, რომ იყო განსაკუთრებული უნდა გიყვარდეს ის, რასაც ქმნი. ასევე შექმნა ის რაც ყველას სურს, ჭირდება და თავს აგრძნობინებს განსაკუთრებულად. იმისათვის , რომ იყო განსაკუთრებული და პრეზენტაბელური პირველ რიგში უნდა გიყვარდეს ის, რასაც ქმნი, უნდა იყო თავდაჯერებული, თავდაჯერებულობა მოდის ცოდნისგან, სრულყოფილება არის ის რაც თავს განსაკუთრებულად და ბუნებრივად გაგრძნობინებს. ეს ჯაჭვი კი ქმნის იმ პროდუქტებს, რომლებსაც ქართული კომპანია ELMA ქმნის.
სურნელი, დახვეწილობა, სილამაზე, საჭიროება, ამ შტრიხების ერთობლიობა ქმნის ELMA-ს პროდუქტებს და ხდის მას განსაკუთრებულს. თითოეული პროდუქტის შექმნა შემოქმედებითი პროცესი და ჩენი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია.
კომპანია ELMA აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ხაზის მიმართულებით 100-მდე დასახელების პროდუქტს. მათ აქვს პროდუქციის რამდენიმე ხაზი, როგორიც არის:სახის მოვლა, თმის მოვლა, ტანის მოვლა, მამაკაცის წვერის მოვლა, 100%-ით ნატურალური აქსესუარები, სასაჩუქრე ბოქსები და სხვა.
მაკო გვიყვება, რომ ბრენდის შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში დაებადა. ცხადია, იყო სირთულეებიც, თუმცა, საკმაოდ კონკურენტულ გარემოში მოახერხა და ბრენდმა დაიკავა საკუთარი ნიშა, რომელიც ხარისხთან, კარგ მომსახურებასთან და კომფორტთან ასოცირდება:
• პანდემიის პირობებში ყველა ადამიანმა დაუსვა ერთი კითხვა საკუთარ თავს: რა შემიძლია გავაკეთო პანდემიის პირობებში, რომ არ გავჩერდე და თან გავაკეთო რაიმე სასარგებლო საზოგადოებისთვის. ჩემი ინსპირაციაც სწორედ ეს იყო. გავაკეთე ჩემი მიდგომის, აზროვნების და მიზნის რესტარტი, რამაც საკუთარი მიზანი და საჭიროება დამანახა.
• ყველაზე დიდი ბარიერი, რაც გადავლახე, იყო თავის დამკვიდრება საკმაოდ კონკურენტულ გარემოში. ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, თუმცა თავდაუზოგავი შრომით კომპანია ELMA-მ შეძლო ამ წინაღობის დაძლევა. სოციალურ ქსელის( და არამარტო) საშუალებით ვცდილობთ, ყველას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა.
• თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ELMA არის ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის საშუალებებს, რომლებიც მზადდება 100%-ით ორგანული ინგრედიენტებისგან დიდი სიყვარულით თქვენთვის.
ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ გარემოში ქალისთვის უფრო რთულია ბიზნეს სექტორში საქმიანობა, თუმცა უკვე არსებობს პროგრამები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ქალებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რას ძალიან ახარებს.
• იყო ქალი მეწარმე-ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ძალიან რთულია, ასეთ კონკურენტულ გარემოში, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში ბევრი პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს ქალებს და მათ წამოწყებებს, რასაც მივესალმები. არის მომენტები, როდესაც გიწევს წამოდგომა და ძლიერი ქალის როლის მორგება, რომ შენ ეს შეგიძლია და შენ ამას გააკეთებ, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენით.
მიაჩნია, რომ ზოგადად ქალის როლი საზოგადოებაში ძალიან მრავალფეროვანი და ფუნქციურია.
• დაწყებული ოჯახიდან, საზოგადოებაში ინტეგრაცით და რეალიზაციით დამთავრებული, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვიწევს გამარჯვებების მიღწევა და დამარცხებების აღიარება, გვხვდება სიძნელეები და სირთულეები, თუმცა სწორედ ეს ხდის ქალს განსაკუთრებულს, ღირებულს და თავდაჯერებულს. გზა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიკვლევთ და გავდივართ.
ქალებს, რომლებიც ახლა არიან საკუთარი საქმის დაწყების პროცესში, პირველ რიგში საკუთრი თვის საუკეთესო ვარიანტისთვის ბრძოლას,ნორმის ფარგლებში საკუთარი თვის სიყვარულს და რწმენას ურჩევს, რადგან სწორედ ესაა წინსვლისა და წარმატების საწინდარი.
• მათ ვურჩევ ოპტიმიზმის შენარჩუნებას ყველაზე სასოწარკვეთილ და რთულ ვითარებაშიც კი. გამძლეობას და დადებითად ფიქრს. ოცნებაც შესაძლებელია ნორმის ფარგლებში. იყავით გულწრფელები საკუთრი თვის მიმართ და საქმის მიმართ! გიყვარდეთ ი, რასაც აკეთებთ.! ცოდნა არასდროს არის საკმარისი. მუდმივად გააგრძელეთ ახლის ძიება და სწავლა საკუთრ სფეროში! არ დანებდე, რაც არ უნდა მოხდეს! ჩემი საყვარელი ფრაზაა: „ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება კარგი ან ცუდი, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ წინ სასწაული გველოდება.“

კომენტარის დატოვება