სექტემბერი 26, 2022 01:45

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ გაცნობითი, სარელაქსაციო ტური ემიგრანტ ქალნატონებთან ერთად

28-29 აგვისტოს „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრებმა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ქალებთან ერთად საჩხერე-ჭიათურაში გასვლითი გაცნობითი და სარელაქსაციო ტური მოაწვეს.
ეს გახლდათ შეხვედრა კონტაქტების გაღრმავებისთვის, გაცნობისთვის, გართობისა და ემიგრანტი ქალბატონებისთვის მონატრებული სამშობლოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვის.
ასევე გაიმართა გაცნობა-დამეგობრების ფორმატში საზეიმო ვახშამი “2022 წლის ემიგრანტების დაჯილდოების” ფარგლებში, რომელიც გაიმართება 1 აგვისტოს რუსთაველის თეატრში.
ამ გაცნობით-შემეცნებითი ტურის ორგანიზატორები გახლდნენ ემიგრანტი ქალბატონი, ამერიკაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ინნა ასანიძე და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ დამფუძნებელი ნათია შათირიშვილი.
ქალბატონებმა ორი დღის განმავლობაში მოინახულეს : აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში, ჭიათურის მღვიმევის დედათა მონასტერი და კაცხის სვეტი.
ექსკურსიის შემდეგ ქალბატონებს ჭიათურის მერიამ უმასპინძლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.