აპრილი 26, 2024 20:53

„ლიდერი ტურიზმის სფეროში -2022“ – ლალი ბოსტაშვილი

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „ლიდერი ტურიზმის სფეროში -2022“ წარმოგიდგენთ წარმატებულ ბიზნეს ლედის,  ტურისტული კომპანია „Your Tour-ის დამფუძნებელსა და დირექტორს ქალბატონ ლალი ბოსტაშვილს.

ქალბატონი ლალი 22 წელზე მეტია, რაც ტურისტულ სფეროში მოღვაწეობს და ამ ხნის მანძილზე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა.  2016 წელს დააფუძნა საკუთარი ტურისტული კომპანია „Your Tour”, რომელიც დაარსების დღიდან წარმატებით ფუნქციონირებს და ამ სფეროში უდაოდ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას, რაზეც მეტყველებს მისი წარმატებული პოზიციონირება ბაზარზე და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი.

ამბობს, რომ ის, რომ ქალია, ამ სქესისადმი დამახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე ხელს უწყობს წარმატებაში:

  • ქალური გონებამახვილობა, ინტუიცია და საქმისადმი ალღოს სწრაფად აღების უნარი წარმოადგენს ჩემი წარმატების ფორმულას. ქალებს შეგვიძლია სიტუაციის მრავალი მხრიდან დანახვა და რისკების წინასწარი შეფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს საქმიანობაში. ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდები, რომლებთანაც საჭიროა სწორი კომუნიკაციის წარმართვა, რაც გამიჭირდებოდა ქარიზმატულობისა და ქალური შარმის გარეშე. ის, რაც მამაკაცებს საუკუნეების მანძილზე ჩვენს სისუსტედ მიაჩნდათ, თანამედროვე სამყაროში ჩვენს ძლიერ მხარედ ვაქციეთ და ყველას დავუმტკიცეთ, რომ მაღალ ქუსლზე დგომით შევძლებთ ყველაზე მაღალი მწვერვალების დაპყრობას.

ქალბატონი ლალი მთავარ მიღწევად საკუთარი კომპანიის წარმატებას მიიჩნევს:

  • ჩემი მთავარი მიღწევაა ათასობით კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი, რომლებთანაც თანამშრომლობის წარმატებული ისტორია მაკავშირებს.

მიიჩნევს, რომ თანამედროვე სამყაროში ქალმა დაამსხვრია სტერეოტიპებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის სუსტ სქესს წარმოადგენს:

  • საყოველთაოდ ცნობილია, რომ თანამედროვე სამყაროში, ქალი, სუსტ სქესს არ წარმოადგენს. ქალის როლი საზოგადეობაში იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ეს საპირისპირო სქესს ან თავად ქალებსაც კი წარმოუდგენიათ, რადგან ნებისმიერ სფეროში ქალთა აქტოვობა ძალიან მაღალია, იქნება ეს სოციალური, სამეწარმეო თუ საჯარო სფერო. ქალს შეუძლია, ნებისმიერ სიტუაციაში გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და საკუთარი პრინციპებისთვის ბოლომდე იბრძოლოს. ქართულ საზოგადოებაში ქალთა უთანასწორო მდგომარეობა კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ არ გავჩერდეთ, ვიდრე არ მივაღწევთ საწადელ მიზანს. რისი ნათელი მაგალითიც უამრავი წარმატებული ქალია, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ტურისტულ ბაზარზე ამდენწლიანი წარმატებული პოზიციონირების, ასევე როგორც ხელმძღვანელის პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალბატონი ლალი კომპეტენტურ რჩევას აძლევს ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს საკუთარ საქმიანობაში:

  • არასდროს დანებდეთ, რადგან კონკურენტუნარიანი გარემო ყოველთვის ეცდება თქვენს დაჯაბვნას. დაუმტკიცეთ ყველას, რომ იმაზე მეტად ძლიერი ხართ, ვიდრე ეს თავადაც კი წარმოგედგინათ. დაუღალავად იშრომეთ, რათა ამაყად თავაწეულებმა თქვათ: „მე ეს შევძელი!“

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.