მაისი 29, 2024 21:08

ლექცია-სემინარს თემაზე “კარიერული განვითარება და პიროვნული წინსვლა”

 

“ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისის” ორგანიზებით წარმოგიდგენთ ლექცია-სემინარს თემაზე   “კარიერული განვითარება და პიროვნული წინსვლა” , რომელიც ჩატარდება თბილისში,  Margot Hotels Tbilisi-ში.

ლექცია-სემინარს გაუძღვება ფსიქოლოგი, ტრენერი – ნინო ბუაძე.
მას აქვს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში ფსიქოლოგად და ტრენერად მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება. არის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრი. აქვს ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება სკოლაში, სოციალური მომსახურების სააგენტოში, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში და დედათა და ჩვილთა თავშესაფარში, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებში «ბავშვი და ოჯახი», «ჩვენი სახლი საქართველო», «სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი», ატარებდა ტრენინგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ლიბერთი ბანკის სასწავლო პროცესების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში, პალიტრა მედია ჰოლდინგში. დღემდე ატარებს ინდივიდუალურ თერაპიებს, ტრენინგებს. აქვს გავლილი სოციალური თერაპიის, სოციალური სამუშაოს, ტრენერთა ტექნიკების, არტ-თერაპიის კურსები სხვადასხვა სექტორში თუ ორგანიზაციაში და აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია.ნინო ბუაძე აზროვნების აკადემიის ბაღის ხელმძღვანელია, აგრეთვე ტრენერი, უძღვება კურს უფროსებისა და მოზარდებისათვის არტ-თერაპიაში. ასევე «პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების» კურსის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგია და საკვირაო სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულებას უძღვება.
ლექცია სემინარის ძირითადი თემები:
 
-ფსიქო-ტიპები;
-მოტივაციის თეორია;
-ემოციური ინტელექტი;
-გუნდურობა;
-ლიდერობა;
-მენეჯერის ტიპები;
-მოლაპარაკება;
-გაყიდვები;
-მომხმარებელთა ტიპები…
ჩვენს მიერ ორგანიზებული ლექცია-სემინარი მიზნად ისახავს ლიდერების აღჭურვას იმ ინსტრუმენტებით, სტრატეგიებითა და შეხედულებებით, რომლებიც საჭიროა დღევანდელ დინამიურ და რთულ სამყაროში წარმატებულად ფუნქციონირებისათვის.
დაუკავშირდით თანამოაზრე პირებს და დაამყარეთ ღირებული კავშირები სხვადასხვა სფეროსა და რეგიონის ლიდერ ქალბატონებთან.
ლექცია-სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადმოგეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი, ორენოვანი სერტიფიკატი.
ჩვენ გვჯერა ქალი ლიდერების უზარმაზარი პოტენციალისა და მზად ვართ მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინსტრუმენტები თავიანთი როლებისა და მათი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

გაითვალისწინეთ, რომ ლექცია-სემინარზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. 

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, სემინარზე რეგისტრაციისთვის რეკომენდებულია ადრეული დაჯავშნა, ამიტომ მათ, ვისაც გსურთ მონაწილეობის მიღება, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ლექცია-სემინარზე დასწრება ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ქალბატონებისათვის არის უფასო.

 

ლექცია-სემინარის ხანგრძლივობა 2 სთ. 

შემოგვიერთდით 18 მაისს ჩვენს მორიგ გრანდიოზულ ლექცია-სემინარზე!

ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც დიდხანს გაგყვებათ.

Margot Hotels Tbilisi ლოკაცია – 27 Ketevan Dedofali Avenue

გააძლიერეთ საკუთარი თავი, დაუკავშირდით გამორჩეულ ქალბატონებს და დაიწყეთ მოგზაურობა ბრწყინვალებისკენ.

მათ, ვისაც არ გაქვთ ინფორმაცია ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ:

 

ლიდერ ქალთა საზოგადოება მიმართულია ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის, ლიდერის როლებში სხვადასხვა ინდუსტრიებში. ლიდერობისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობის მისიით, საზოგადოება მასპინძლობს ღონისძიებებს, სემინარებსა და ვორქშოფებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელმძღვანელობის უნარებისა და გამძლეობის განვითარებას ქალ ლიდერებში.

დეტალური ინფრომაცია ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ იხილეთ ბმულზე-https://lws.ge/

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის შესახებ:

 

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი ცნობილია მაღალი ხარისხის განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფის ერთგულებით. გლობალურ პერსპექტივებსა და ლიდერობაზე ფოკუსირებით, აკადემია გვთავაზობს პროგრამებს, რომლებიც შექმნილია ინდივიდების გასაძლიერებლად საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მისაღწევად.

დეტალური ინფრომაცია ბიდისი აკადემიის შესახებ იხილეთ ბმულზე-https://bdc-academy.ge/

დაიმატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

ჩვენი საკონტაქტო ნომერი: + 995 593 25 25 08 / + 995 593 97 97 17.

ლექცია-სემინარზე რეგისტრაციის დასრულებისათვის უნდა დარეგისტრირდეთ მოცემულ სარეგისტრაციო ბმულზე.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ჩვენ თავად დაგიკავშირდებით დამატებითი ინფორმაცისათვის/რეგისტრაციის დადასტურებისათვის.

გთხოვთ რეგისტრაციის დასრულებამდე გადაამოწმოთ თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორე.

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!!!

კომენტარის დატოვება