ივლისი 15, 2024 18:32

ლექცია-სემინარი თემაზე “ხარისხის მართვა და მისი როლი ორგანიზაციის განვითარებაში”

ლიდერ ქალთა საზოგადოებამ, საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისისთან” და „გლობალური სერთიფიცირების კომპანია GCC”-სთან ერთად ორგანიზება გაუწია მნიშვნელოვან ლექცია-სემინარს თემაზე “ხარისხის მართვა და მისი როლი ორგანიზაციის განვითარებაში”. ეს ლექცია-სემინარი მიზნად ისახავს ლიდერ ქალთა საზოგადოების ქალბატონების ცოდნის გაღრმავებას ხარისხის მართვის სფეროში, რაც აუცილებელია თანამედროვე ბიზნესის წარმატებისთვის.

ლექცია-სემინარს უძღვებოდნენ გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტები და ტრენერები: ნინო ჭონქაძე და გია ჭავჭავაძე. მათი გამოცდილება მოიცავს ფართო სპექტრს – დაწყებული ორგანიზაციული განვითარებიდან, დამთავრებული ISO სერტიფიცირებით.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

– ხარისხის მართვის როლი ორგანიზაციაში;
– კომპანიის მომზადება ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისთვის;
– მართვის პრინციპებისა და ამოცანების შემუშავება;
– რისკების იდენტიფიკაცია და მინიმიზაცია;
– სამოქმედო გეგმის შედგენა;
– ISO სერტიფიცირების პროცესი და მისი მიმართულებები;
– საერთო ხარისხის მართვა (TQM) და მისი პრინციპები;
– კაიზენი – ხარისხის განგრძობითი განვითარების იაპონური კონცეფცია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სემინარი მოიცავდა Q&A სესიას, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები ექსპერტებისგან.

ტრენინგის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მონაწილეები შეძენილ ცოდნას აქტიურად გამოიყენებენ საკუთარ საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

ლექცია-სემინარში მონაწილე ქალბატონებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი, ხოლო უშუალოდ ტრენერებს , ნინო ჭონქაძესა და გია ჭავჭავაძეს, სამადლობელო წერილი.

ლიდერ ქალთა საზოგადოება კვლავაც აგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან სწამს, რომ განათლება და პროფესიული განვითარება არის გასაღები წარმატებული და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვისი.

კომენტარის დატოვება