სექტემბერი 12, 2026 22:08

ბიდისი აკადემიასა და ლიდერ ქალთა საზოგადოებას ქართველი ემიგრანტები ესტუმრნენ

შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა. სტუმრებმა საკუთარი საქმიანობის, ემიგრაციაში ცხოვრების, მიღებული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც, ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები და დაიგეგმა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ამ დღემ ახალი ნაცნობობა, საქმიანი კავშირები და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გააჩინა.

ნათია შათირიშვილმა სტუმრებს მადლობისა და პატივისცემის ნიშნად სიგელები გადასცა — სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოსა და ქართული სახელის წარმოჩენისთვის.

მადლობა თითოეულ სტუმარს გულწრფელი საუბრისთვის, გაზიარებული გამოცდილებისა და ჩვენთან გატარებული დროისთვის. გვჯერა, რომ ეს შეხვედრა არაერთი საინტერესო საქმისა და თანამშრომლობის დასაწყისი გახდება  ❤️🇬🇪✨

კომენტარის დატოვება