ტრენინგი: „მდგრადი განვითარება და ქალების როლი მწვანე მომავალში”
24 მაისი, 2025 |
13:00 საათი |
BDC აკადემია (დავით აღმაშენებლის გამზ. #189)
გახდი მწვანე ცვლილებების ნაწილი! გთვაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას შეიძინოთ პრაქტიკული ცოდნა მდგრადი განვითარების სფეროში და აღმოაჩინოთ ქალების გადამწყვეტი როლი ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მომავლის შექმნაში.
რას ისწავლით – მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას და ბიზნესზე გავლენას, გენდერულ თანასწორობას მდგრად განვითარებაში, მწვანე ბიზნესის შესაძლებლობებს ქალებისთვის, მწვანე დაფინანსების მექანიზმებს, ქსელური თანამშრომლობის სტრატეგიებს.
ტრენერი: გიგა თვაური – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, “მონეტიზაციის” წამყვანი და მეცნიერთა და ტექნოლოგთა ევროპული ასოციაციის ექსპერტი.
მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და უნიკალურ უნარებს, ქსელურ კავშირებს პოტენციურ პარტნიორებთან, ინოვაციურ იდეებს ბიზნესისთვის, პერსონალიზებულ რჩევებს ექსპერტისგან და ორენოვან სერტიფიკატს.
შეხვედრა განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისთვის, დამწყები მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება.
არ გამოტოვოთ შანსი, იყოთ მწვანე მომავლის შემოქმედი! დარეგისტრირდით ახლავე!
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://shorturl.at/JSj7E