ივლისი 2, 2025 05:31

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი – ლიდერ ქალთა საზოგადოების მუდმივი მხარდამჭერი

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი კვლავაც რჩება ლიდერ ქალთა საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ და მუდმივ მხარდამჭერად. მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ბიდისი აკადემია აქტიურად უზრუნველყოფს ქალთა გაძლიერებას განათლების გზით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების წარმატებულ ფუნქციონირებაში.

ბიდისი აკადემია „ლიდერ ქალთა საზოგადოების” ოქროს სპონსორია და ზურგს უმაგრებს საზოგადოებას ყველა წამოწყებაში. აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით, ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა მათი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რაც პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის მისიასთან – უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება და პროფესიული განვითარება.

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი, რომელიც საგანმანათლებლო ბაზარზე უკვე 19 წელია საქმიანობს, წლების განმავლობაში ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან ერთად. ეს თანამშრომლობა მოიცავს როგორც ერთობლივ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ასევე კარიერული განვითარების პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქალთა პროფესიულ წინსვლას სხვადასხვა სფეროში.

ლიდერ ქალთა საზოგადოება, რომელიც 2015 წელს დაარსდა და დღეს 10,000-ზე მეტ პროფესიონალ და წარმატებულ ქალბატონს აერთიანებს სხვადასხვა სფეროდან, მუდმივად ცდილობს გააფართოვოს თავისი წევრების შესაძლებლობები. სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაციის საქმიანობას მხარს უჭერენ ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები, როგორებიც არიან საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი და სხვა ორგანიზაციები.

აკადემიის ხელმძღვანელობის განცხადებით, აკადემიის მიზანია თითოეული სტუდენტის ინტელექტუალურ, კულტურულ, შრომით და სულიერ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათლების მიცემა, რაც ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას. ეს მიზანი სრულად ეხმიანება ლიდერ ქალთა საზოგადოების ღირებულებებს, რაც ამყარებს ამ ორი ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობას.

ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის მხარდაჭერით, ლიდერ ქალთა საზოგადოებამ განახორციელა მრავალი წარმატებული პროექტი, მათ შორის სხვადასხვა სემინარები, ტრენინგები და ნეთვორქინგის ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქალთა პროფესიული უნარების განვითარებას და მათი ლიდერული თვისებების გაძლიერებას.

ამ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობა წარმოადგენს სანიმუშო მაგალითს იმისა, თუ როგორ შეუძლია განათლების სფეროში მოქმედ ინსტიტუტს და ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ მნიშვნელოვან შედეგებს საზოგადოების განვითარებისთვის.

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი და ლიდერ ქალთა საზოგადოება მომავალშიც გეგმავენ თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ინიციატივების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო მეტ ქალს მისცემს შესაძლებლობას, განივითაროს პროფესიული უნარები და დაიკავოს ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.

კომენტარის დატოვება