სიხარულით გაცნობებთ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება იწყებს ახალ კეთილშობილურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვაგროვებთ წიგნებს მსჯავრდებულებისთვის.
ეს ინიციატივა მიზნად ისახავს განათლებისა და თვითგანვითარების ხელშეწყობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ამჟამად თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან.
ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ საქმეში და მოგვაწოდოს წიგნები ნებისმიერ ჟანრში – მხატვრული ლიტერატურა, საგანმანათლებლო, პროფესიული თუ შემეცნებითი.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს შეგროვებული წიგნების მიწოდებას უშუალოდ მსჯავრდებულებისთვის, რითაც ვცდილობთ შევქმნათ მათთვის თვითგანვითარებისა და სულიერი გამდიდრების შესაძლებლობა.