ნოემბერი 21, 2024 13:23

ნომინაციაში, “წლის წარმატებული ლაზეროთერაპევტი იმერეთის რეგიონში”-2024, წარდგენილია მაკა მესხორაძე

მაკა მესხორაძე, ესთეტიკური ცენტრ “Diamond”-ის დამფუძნებელი და ლაზეროთერაპევტია. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში მაკამ აირჩია სამედიცინო სფერო და ჯიუტად მიჰყვებოდა თავის მიზანს. მისი პროფესიული გზა დაიწყო საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, როდესაც ჩააბარა სამედიცინო განხრით – მედდის საქმეზე. სწავლის დასრულების შემდეგ, მან სტაჟირება გაიარა რამდენიმე კლინიკაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქუთაისის “კლინიკა ლჯ”-ში გატარებული 6 წელი, სადაც მას პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა მიეცა.

მაკას პროფესიული გზა არ ყოფილა მარტივი. იყო უამრავი კრახი, დაბრკოლება და ბარიერი, მათ შორის ემიგრაციაში წასვლაც მოუწია. თუმცა, საყვარელმა საქმემ მალევე უკან დააბრუნა საქართველოში. დაბრუნების შემდეგ მან გაიარა ლაზერის შემსწავლელი კურსი სასწავლო ცენტრ “ლოტუსში” და დაიწყო მუშაობა ესთეტიკურ ცენტრში, სადაც უკვე ექვსი წელია სიყვარულით ემსახურება თავის საქმეს.

მეუღლის მხარდაჭერით, ორი წლის წინ მაკამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და საკუთარი ესთეტიკის ცენტრი დააარსა. დღეს მისი ცენტრი არა მხოლოდ ემსახურება მომხმარებლებს, არამედ ასევე სთავაზობს ლაზერული ეპილაციის შემსწავლელ ტრენინგ კურსებს მსურველებს, რითაც ხელს უწყობს სხვა ქალების პროფესიულ განვითარებას.

მაკას უდიდესი მოტივაციის წყარო მისი ოჯახი და განსაკუთრებით მისი შვილი თედოა. სწორედ დედობამ დაარწმუნა იგი, რომ მისწრაფებები მიღწევადია და შეუძლებელი არაფერია. მისი წარმატების საიდუმლო ორი მთავარი პრინციპია – თვითდისციპლინა და მოტივაცია. მიუხედავად იმ რთული გზისა, რომელმაც ამ ეტაპამდე მოიყვანა, არაფერს შეცვლიდა.

იგი  სხვა ქალებს მოუწოდებს, იყვნენ თავდაჯერებულები და არ შეუშინდნენ გამოწვევებს. მისი რწმენით, ყველა ქალს აქვს პოტენციალი იყოს წარმატებული და რეალიზებული, მთავარია არ შეუშინდნენ რისკებს და იყვნენ საკუთარი ცხოვრების გმირები და არა მსხვერპლები. “ლიდერი ქალი არის წარმატებული ქალი, ხოლო წარმატება მუდმივ შრომაშია”, – აღნიშნავს იგი.

კომენტარის დატოვება