ნოემბერი 25, 2024 09:57

ნომინაციაში “წლის ნოსტალგიური თბილი ტემბრი, პოპულარული ჰიტების ჰარმონიული შემსრულებელი – 2024” წარდგენილია თამუნა ამონაშვილი

თამუნა ამონაშვილი გახლავთ ყველასავით საყვარელი მუსიკოსი და მსახიობი, მისი მუსიკალური გზა დაიწყო ზურაბ ლალიაშვილის სიმღერით “ჩიტო-ჩიორა”. ეს რეპერტუარი მალევე გაიზარდა ისეთი ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებით, როგორებიც არიან ნატო გელაშვილი, ოთარ ტატიშვილი, მერაბ მამულაშვილი, მიშიკო ზაქარეიშვილი და ზურაბ მახნიაშვილი. თამუნა აქტიურად მონაწილეობდა კონცერტებსა და სატელევიზიო გადაცემებში, ხოლო მისი ინტერვიუები ხშირად იბეჭდებოდა პრესაში.

მან თავადაც სცადა სიმღერების წერა. მის ავტორობითაა შემდეგი რეპერტუარები: სიმღერა “მენატრები”, რომლის როგორც ტექსტი, ისე მუსიკა მან შექმნა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა სიმღერამ “შენმა სიყვარულმა”, რომელზეც თამუნას პირველი მუსიკალური ვიდეო შეიქმნა.

1996 წელს გამოვიდა თამუნას პირველი სტუდიური ალბომი “მენატრები”, რომელიც 13 სიმღერას მოიცავდა, მათ შორის 3 ინგლისურენოვანს.

პარალელურად, თამუნა აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. იგი თანამშრომლობდა ანსამბლ “ივერიასთან” და მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში “ფიროსმანი” და “ჩხიკვთა ქორწილი”.

თამუნა ამონაშვილის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სპექტაკლს “თოვლის ბებო”. რეჟისორმა ჯემალ ბაღაშვილმა, თამუნასთან შეხვედრის შთაბეჭდილებით, შექმნა პერსონაჟი “თოვლის ბებო ბაბალე” – კეთილი არსება, რომელსაც ორი ჯუჯა ახლავს და მათთან ერთად სიკეთეს თესავს.

თავდაპირველად, თამუნას, ასაკის გამო, უჭირდა საკუთარი თავის ამ როლში წარმოდგენა. მიუხედავად ამისა, მან არა მხოლოდ მთავარი პერსონაჟი განასახიერა, არამედ კიდევ ორ როლს ასრულებდა სპექტაკლში.

სპექტაკლის წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ თამუნას 600-ზე მეტ წარმოდგენაში მოუწია მონაწილეობის მიღება. წარმოდგენები ხშირად დღეში სამჯერ, ზოგჯერ კი ოთხჯერაც იმართებოდა და ყოველთვის სრული ანშლაგით ტარდებოდა.

თამუნა ამონაშვილის კარიერა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იყო წარმატებული და მრავალმხრივი ხელოვანი. მისი ისტორია აჩვენებს, რომ ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევა.

 

კომენტარის დატოვება