ნოემბერი 1, 2024 08:30

ნომინაციაში-“წლის მენტორი- ციფრული ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულებით”- 2024

ელისო დავლიანიძე არის პერსონალური ბრენდინგისა და ინფო ბიზნესის მენტორი, სერტიფიცირებული მარკეტოლოგი და კონტენტ კრეატორი, რომელიც დღეს ციფრული ბიზნესისა და მარკეტინგის ონლაინ კურსების Zero2Hero-ს ხელმძღვანელობს. მისი მთავარი მისიაა დაეხმაროს ექსპერტებს თავიანთი ცოდნის მასშტაბირებად ციფრულ პროდუქტად გარდაქმნაში, რათა მათ შეძლონ თავი დააღწიონ დროის თანხაზე გაცვლას და მოიპოვონ ნამდვილი თავისუფლება.

ელისოს პროფესიული გზა საინტერესო ტრანსფორმაციით ხასიათდება. პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლისას მან აღმოაჩინა, რომ ტრადიციული აკადემიური და კორპორატიული სისტემები არ იძლეოდა იმ თავისუფლებას, რასაც ის ეძებდა. გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, რომელსაც არც განსაკუთრებული გამოცდილება და არც პრესტიჟული განათლება ჰქონდა, მაგრამ უკვე მიღწეული ჰქონდა  ცხოვრების იმ სტილისთვის, რაზეც ელისო ოცნებობდა.

კოვიდ პანდემია მისთვის განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა. მაშინ, როცა მათმა მენტორებმაც კი არ იცოდნენ როგორ ემუშავათ ონლაინ, ელისომ და მისმა მეუღლემ შეძლეს ბიზნესის სრული ადაპტაცია ახალ რეალობასთან. ისინი ღამეებს ათენებდნენ სოციალური მედია მარკეტინგის, გაყიდვებისა და პროცესების გაციფრულების სწავლაში. ხშირად, კურიერის ნაცვლად, თავად მიჰქონდათ შეკვეთები ფეხით. სწორედ ამ პერიოდში მიხვდნენ, რომ თუ ამ გამოწვევას გადალახავდნენ, მომავალში ვერაფერი შეაჩერებდათ.

დღეს ელისო განსაკუთრებით ამაყობს Zero2Hero პროექტით, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში ის მეწარმეებს უზიარებს არა მხოლოდ წარმატების ისტორიებს, არამედ იმ რთულ გამოცდილებასაც, რაც კულისებს მიღმა ხდებოდა – პროდუქტის ხარისხის მართვას, რეკლამას, გაყიდვებს, სტრატეგიას, პერსონალური ბრენდის შექმნას, ფინანსებისა და გუნდის მართვას, საჯაროობის შიშის დაძლევას.

საინტერესოა მისი დამოკიდებულება გენდერულ საკითხებთან. კარიერის დასაწყისში ხშირად ესმოდა, რომ “კაცებს კაცებისგან ურჩევნიათ ყიდვა” და რომ “ბიზნესი კაცის საქმეა”. თუმცა, პრაქტიკამ და ნეირომარკეტინგის შესწავლამ დაარწმუნა, რომ ქალობა პირიქით, დიდი უპირატესობაა. მისი აზრით, როდესაც შენგან ნაკლებს მოელიან, მოლოდინსა და რეალობას შორის სხვაობა უფრო დიდ ეფექტს ქმნის. ამასთან, ქალებს აქვთ უნიკალური უპირატესობები: ემოციური ინტელექტი, ემპათია, მულტითასქინგი და კრეატიულობა.

ელისოს ხელმძღვანელობით უკვე 400-ზე მეტმა მეწარმემ გაიარა სწავლება და მიაღწია მნიშვნელოვან ფინანსურ შედეგებს. მათ შეძლეს სამსახურების დატოვება,სადაც თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ და  საყვარელი საქმით დაკავდნენ და რაც მთავარია – დროის, ლოკაციის და ფინანსური თავისუფლების მოპოვება. “ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს”, – ამბობს ელისო, რომელმაც საკუთარი მაგალითით დაამტკიცა, რომ წარმატების მისაღწევად ხანდახან საჭიროა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა.

 

კომენტარის დატოვება