ნოემბერი 23, 2024 16:06

ნომინაციაში-“უნიკალური ხელწერა საიუველირო დიზაინში”-2024 წარდგენილია, ინა ნაცვლიშვილი

ინა ნაცვლიშვილი არის წარმატებული იუველირი დიზაინერი, რომელმაც თავისი ნებისყოფითა და შრომისმოყვარეობით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საიუველირო. მისი ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ქალს დაიმკვიდროს თავი ნებისმიერ პროფესიაში.

ის უკვე 16 წელია დაკავებულია ამ პროფესიით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს სფერო მისთვის უცხო იყო, მან გამოავლინა დიდი ინტერესი და მიზანდასახულობა ამ ხელობის შესასწავლად. დღეს იგი წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას და აღიარებულია როგორც პროფესიონალი იუველირი დიზაინერი.

კარიერის დასაწყისში ინასთვის რთული იყო ამ პროფესიაში ადგილის დამკვიდრება, რადგან ის შორს იყო ამ სფეროდან. თუმცა, მან გააცნობიერა ახალი უნარების შესწავლის აუცილებლობა და იპოვა სწორი მენტორი – ასევე ქალბატონი – რომელმაც მას ეს ხელობა ასწავლა. ინას ძლიერი ნებისყოფა და სწავლის სურვილი დაეხმარა არა მხოლოდ პროფესიის დაუფლებაში, არამედ იმ წარმატების მიღწევაშიც, რომლითაც ის დღეს ცნობილია.

ინას გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქალბატონებს განსხვავებული ხედვა აქვთ. მომხმარებლები დადებითად რეაგირებენ, როდესაც იგებენ, რომ მათი სამკაულების შემქმნელი ქალი ოქრომჭედელია. ეს უნიკალური პერსპექტივა ინას აძლევს საშუალებას, შექმნას ინოვაციური და მიმზიდველი დიზაინები.

განსაკუთრებით ხაზს უსვამს ქალების მნიშვნელოვან როლს თანამედროვე საზოგადოებაში. მისი აზრით, დღეს არსებობს გენდერული თანასწორობა, რაც ნიშნავს, რომ ქალებს შეუძლიათ წარმატებით მოირგონ ნებისმიერი პროფესია. ის თვლის, რომ არაფერია შეუძლებელი და ამ რწმენით შთააგონებს სხვა ქალებსაც.

მისი გამოცდილება და მიღწევები მაგალითია სხვა ქალებისათვის, გაბედონ და მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთული ან უჩვეულო გზა აქვთ გასავლელი. ძლიერი ნებისყოფით, მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით, ქალებს შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას ნებისმიერ სფეროში და გახდნენ ლიდერები თავიანთ პროფესიაში.

კომენტარის დატოვება