მარტი 16, 2025 01:32

ნომინაციაში “სამედიცინო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამორჩეული წარმომადგენელი – 2025” წარდგენილია მარიამ ბეზარაშვილი

მარიამ ბეზარაშვილი გახლავთ პროფესორი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თბილისში, ექიმების ოჯახში. მისი განათლების გზა დაიწყო თბილისის 23-ე და შემდეგ 102-ე საშუალო სკოლაში. 1979-1981 წლებში მან დაამთავრა თბილისის №3 სამედიცინო სასწავლებელის მედდის ფაკულტეტი წარჩინებით. 1983-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა.

2001 წელს მან დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ალერგოლოგია-იმუნოლოგიაში. 2005 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება და გახდა ასოცირებული პროფესორი. 2007 წელს ის გახდა მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი, შემდეგ კი აკადემიკოსი. 2022 წელს მას მიენიჭა სრული პროფესორის წოდება საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. პროფესორი არის 53 სამეცნიერო შრომისა და 1 გამოგონების ავტორი.

პროფესორის კარიერა მოიცავს როგორც სამედიცინო, ისე ადმინისტრაციულ და საჯარო სამსახურს:

  • 2023 წლის ივლისიდან დღემდე ის არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მრჩეველი.
  • 2020-2023 წლებში მუშაობდა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სამსახურში მონიტორინგის, ანალიტიკისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსად.
  • 2016-2020 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი.
  • 2016 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ს.ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ალერგოლოგიურ კაბინეტს.
  • 2022 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა “ინოვაში” ალერგოლოგ-იმუნოლოგად.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს მან დააარსა და შექმნა საქართველოში პირველი დასაქმების სააგენტო და 2011-2015 წლებში იყო სსიპ “აჭარის დასაქმების სააგენტოს” დირექტორის მოადგილე.

 

მარიამი, ასევე აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში:

  • 2011-2016 წლებში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ქალებისა” და “ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის” აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციას.
  • იყო სრულიად საქართველოს მედიცინის მუშაკთა ასოციაციის “დედათა კლუბის” პრეზიდენტი.
  • 2014 წლიდან დღემდე არის “ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის” ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ატარებს ექიმთა ტრენინგებს და ახორციელებს საქველმოქმედო სამედიცინო გასინჯვებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.
  • 2023 წლის აგვისტოდან არის საერთაშორისო ასოციაცია “ერთმანეთისთვის” დამფუძნებელი.
  • 2013 წლიდან არის საქველმოქმედო ფონდ “კეთილსოფლის” აპარატის უფროსი, რომელიც ემსახურება შშმ პირების საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას.

მარიამი, 2011 წლიდან თანამშრომლობს პოლონეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან შრომის ბაზრის კვლევის, სოციალური საწარმოების შექმნის და დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების კუთხით. ასევე თანამშრომლობდა პოლონეთის, გერმანიის, ბალტიის პირეთის, ჩეხეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დასაქმების სამინისტროებთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან.

წლების განმავლობაში ქალბატონი მარიამი დაჯილდოვებულია მრავალი სიგელითა და ჯილდოთი, მათ შორის:

  • 2013 წელს – სოციალური პედიატრიის ასოციაციის სიგელით
  • 2014 წელს – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სიგელით
  • 2016 წელს – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის მადლობის სიგელით
  • 2018 წელს – ჯილდოთი სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის
  • 2021 წელს – “ღირსეული მედიკოსის” ჯილდოთი და “წლის ადამიანი პერსონა” წოდებით
  • 2023 წელს – უმაღლესი ჯილდოთი “თამარიონი” სამედიცინო სფეროში მოღვაწეობისთვის

ამავდროულად, იგი  გახლავთ არაერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტის ორგანიზატორი, მათთვის, ვისაც  უკიდურესად სჭირდებათ დახმარება.

 

კომენტარის დატოვება