ნომინაციაში “სამართლის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული აკადემიური და პრაქტიკული წვლილისთვის – 2025” წარდგენილია ნინო ლიპარტია
ნინო ლიპარტია- სამართლის დოქტორი, ადვოკატი, პროფესორი. საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის – გამგეობის თავმჯდომარე.
2019 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა, ხოლო 2019 წელს ამავე უნივერსიტეტში იურიდიული. ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2020 წლიდან არჩეულია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორად, ხოლო 2013 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი.
სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის გარდა, ნინო 2010 წლიდან ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას. 2010-2012 წწ. იყო დავით ერისთავის იურიდიული ჯგუფის ადვოკატი, ხოლო 2011-2024 წლებში სს არდი დაზღვევას იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატების დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის თავმჯდომარე და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიმართულია ადვოკატებისა და პრაქტიკოსი იურისტების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას. 2019 წელს წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის ყველაზე წარმატებული ქალი არასამათავრობო სექტორიდან.
2022 წლიდან ხელმძღვანელობთ ნინო ლიპარტიას იურიდიულ ოფისს, ხოლო 2024 წლიდან არის სამედიცინო დავების ცენტრის ხელმძღვანელი.
სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს, პარიზის საერთაშორისო აკადემიის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, პრაღის მედიაციის აკადემიის, ქსიამენის საერთაშორისო სამართლის აკადემიის, სინგაპურის საარბიტრაჟო აკადემიის სასწავლო სტიპენდია.
არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი.
2024 წლის დეკემბერში არჩეული იქნა გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის გამგეობის წევრად.