ნოემბერი 23, 2024 11:03

ნომინაციაში “პროფესიონალიზმი და ხარისხი ინექციურ კოსმეტოლოგიაში 2024” წარდგენილია ნათია კაპანაძე

თვალსაჩინო წარმატების ისტორიაში, 47 წლის კოსმეტოლოგ-ინექციონისტი, ქუთაისელი ნათია კაპანაძე კოსმეტოლოგიის დარგში გამოჩენილი სპეციალისტი გახლავთ. ნათია ამ პროფესიის არჩევამდე პედაგოგიურ კარიერას მიყვებოდა, დროთა განმავლობაში კოსმეტოლოგიური საქმიანობა მისთვის ინტერესის სფერო გახდა. მოცემული პროფესია საფუძვლიანად შეისწავლა, გაიარა მნიშვნელოვანი ტრენინგ-კურსები და აქტიურად ესწრება მაღალი დონის კონფერენციებს. იგი უწყვეტი განვითარების ეტაპზეა, სწავლა განაგრძო ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე.

პროფესიისა და ბიზნესის უწყვეტი შერწყმით, კაპანაძის ესთეტიკის ცენტრი, სახელად NK, ადასტურებს მის პროფესიონალიზმსა და ხარისხს. ბოლო 5 წლინი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, იგი სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადი კოსმეტოლოგ-ინექციონისტია. ცხადია, ეს ყოველივე კი თავისი მომხმარებლების რაოდენობასა და კმაყოფილებაზე აისახება.

ნათია აცნობიერებს ჯანმრთელობისა და სილამაზის მნიშვნელობას, აღნიშნავს კოსმეტოლოგიის სფეროს ქალებისთვის შესაბამისობას და ხაზს უსვამს როგორც ფიზიკური, ასევე ესთეტიკური კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

მოგეხსენებათ, თითოეულ ჩვენთაგანს გვქონია რთული პერიოდი, ასევე იმედგაცრუება. გამონაკლისი არც ნათიას კარიერული მოგზაურობა გახლდათ. თუმცა, თითოეული სირთულიდან, თუ დაბრკოლებიდან გზის პოვნა მას აძლიერებს და ზრდის. სირთულეებიდან გამომდინარე, მან გადაწყვიტა ამ საქმიანობის ხელმძღვანელობა, ამ ყველაფერს კი ახლდა როგორც სირთულეები, ასევე ფასდაუდებელი გამოცდილება.

ნათია კაპანაძე ამაყად ასახელებს თავის მთავარ მიღწევებს, როგორც ღიმილს, ბედნიერებას და კმაყოფილებას, რომელიც აისახება მისი მომხმარებლების სახეებზე. ეჭვგარეშეა, მისმა პროფესიონალიზმმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის წარმატებულ კარიერაში.

ის ქალებს ურჩევს, რომ არ მოერიდონ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და იამაყონ თავიანთი მიღწევებით, რადგან არაფერია მიუწვდომელი მათთვის, ვინც ამ შესანიშნავ თვისებებს ავლენს.

მას მიაჩნია, რომ ქალებს აქვთ ისეთი თვისებები, როგორიცაა გამბედაობა, ნებისყოფა, ინტუიცია და გამძლეობა, რაც წარმატებას მოუტანთ მათ როგორც ოჯახში, ასევე ბიზნესში.

კომენტარის დატოვება