ნოემბერი 14, 2024 20:23

ნომინაციაში-“წლის საერთაშორისო მომხმარებლის რჩეული ბუტიკი”-2024 , წარდგენილია სოფო შარიქაძე

დღევანდელ სამეწარმეო სივრცეში,  ქალების როლი სულ უფრო მზარდია, ჩვენ კი გვსურს გაგაცნოთ წარმატებული ბიზნესმენი ქალი – სოფო შარიქაძე, რომელმაც საკუთარი ძალებით შექმნა წარმატებული ონლაინ და ფიზიკური მაღაზია „სოფოს ბუტიკი“ და დღეს უკვე მრავალი მომხმარებლის სიყვარული დაიმსახურა.

სოფოს ბიზნეს ისტორია წლების წინ დაიწყო, როდესაც მან პირველი ნაბიჯები გადადგა ონლაინ გაყიდვების  მიმართულებით. მისი ინოვაციური მიდგომა – ონლაინ მაღაზიის შექმნა – იმ დროისთვის საკმაოდ პროგრესული ნაბიჯი იყო მის ქალაქ, რუსთავში. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ბიზნესის წარმატების საწინდარი გახდა, არამედ მომხმარებლებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების საშუალებაც.

“ბიზნესში ყოველთვის არსებობს გამოწვევები,” – აღნიშნავს სოფო, – “მაგრამ მთავარია, როგორ უყურებ მათ. მე ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერ სიტუაციას პოზიტიურად შევხედო.” სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ და შრომისმოყვარეობამ მიიყვანა იგი იქამდე, რომ დღეს უკვე წარმატებული ფიზიკური მაღაზიის მფლობელია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სოფომ ამ წარმატებას ახალგაზრდა ასაკში მიაღწია. მისი ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ასაკი არ წარმოადგენს დაბრკოლებას წარმატების მისაღწევად, თუკი გაქვს მიზანი და მზად ხარ მის მისაღწევად იბრძოლო.

როგორც წარმატებული ქალი მეწარმე, სოფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა გაძლიერებას ბიზნეს სექტორში. “ვფიქრობ, რომ ქალები ძალიან ძლიერები ვართ და შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები. ჩვენ ადვილად შეგვიძლია მიზნების მიღწევა, თუკი გვჯერა საკუთარი თავის,” – აცხადებს იგი.

დამწყები მეწარმეებისთვის სოფოს მთავარი გზავნილი მარტივი და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია: “არასდროს დანებდეთ და იბრძოლეთ წარმატებისკენ. იფიქრეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ.” მისი რწმენით, სწორედ ეს პოზიტიური განწყობა და მიზანდასახულობა არის წარმატების მთავარი საწინდარი.

ქალებს აქვთ უდიდესი პოტენციალი ბიზნეს სფეროში, ამას თითოეული წარმატებული ქალბატონის ისტორიის წაკითხვიდანაც კარგად ვიგებთ.

 

კომენტარის დატოვება