ნოემბერი 24, 2024 10:50

ნომინაციაში „ლიდერი სოციალური გაყიდვების ინდუსტრიაში – 2022“ წარმოგიდგენთ ქალბატონ თეა მსხილაძეს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში
„ლიდერი სოციალური გაყიდვების ინდუსტრიაში – 2022“
წარმოგიდგენთ ქალბატონ თეა მსხილაძეს.
ქალბატონი თეა უკვე რვა წელია თანამშრომლობს ამერიკულ ბიზნეს პროექტ “ჯენეს გლობალთან”.
„ჯენესი“ ფრანგული სიტყვაა და ახალგაზრდობას ნიშნავს. ეს პროექტი კი სწორედ ნაადრევი სიბერის შეჩერებაზე ზრუნავს არა ზედაპირულად, არამედ უჯრედულ დონეზე. პროექტი მიმართულია მთლიანი ორგანიზმის გაჯანსაღებასა და ნაადრევი სიბერის შეჩერებაზე როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. პროექტი საერთაშორისოა, მასში თითქმის მთელი მსოფლიო, 155 ქვეყანაზე მეტია ჩართული. ორგანიზაციის ბიზნეს პლატფორმას ინტერნეტსივრცე წარმოადგენს და პროდუქციის შეძენა ონლაინ, საერთაშორისო ინტერნეტმაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.
ქალბატონი თეა ამბობს, რომ ის, რომ ქალია, ძალიან ეხმარება საკუთარ საქმიანობაში, რაკიღა, პროექტი, ნაადრევი სიბერის შეჩერებაზეა ორიენტირებული, ბევრ ადამიანს აბედნიერებს და ცხადია, პროექტში ქალებიც ძალიან ბედნიერად და კომფორტულად გრძნობენ თავს.
საკუთარ მთავარ მიღწევად ქალბატონი თეა მიიჩნევს იმას, რომ შექმნა და მუდმივად ქმნის საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას:
• ემოციური ბალანსი, სოციუმთან, ადამიანებთან ურთიერთობა, სწორ გარემოცვაში ყოფნა – ამ ყველაფრის მოწესრიგებს შემდეგ უფრო მეტად მიმარტივდება ცხოვრება. რაც მთავარია, ვარ სტერეოტიპებისაგან თავისუფალი, არავის და არაფრის გავლენის ქვეშ არ ვარ და ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომელიც ჩემთვის არის საინტერესო. ზოგადადაც მგონია, რომ იმისათვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, უნდა იცხოვროს არა ისე, როგორც საზოგადოებას მიაჩნია სწორად, არამედ ისე, როგორც მას სურს და უხარია. აქედან გამომდინარე, ჩემს ბევრ სხვა მიღწევას შორის სწორედ ამ მიღწევას გამოვარჩევ.
მიაჩნია, რომ ქალი არათუ სუსტი, არამედ პირიქით, ძალიან ძლიერი არსებაა:
• ქალს, მამაკაცებისგან განსხვავებით, პარალელურად ბევრი რამის კეთება შეუძლიათ. ქალი მთავარი საყრდენი, გამწევი ძალაა და ეს ამ სიტყვებიდანაც კარგად ჩანს:დედაბოძი, დედაქალაქი, დედა ენა და ა.შ. ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ საზოგადოებისთვის. სწორედ ქალებს ძალუძთ საკუთარი შრომის, მიზანდასახულობის, ძალისა და გამძლეობის შედეგად ბევრი რამ შეცვალონ და ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინონ გავლენა, თუმცა, ცხადია, ყველა ქალი ინდივიდუალურია.
ქალბატონი თეა არ ეთანხმება საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს ქალის როლის შესახებ და მიაჩნია, რომ ქალი გარდა ოჯახის წინამძღოლისა და დედობისა, უნდა იყოს შემდგარი და აქტიური.
• ქალს აქვს რესურსი, პარალელურად ბევრი საქმე აკეთოს და იყოს წარმატებული, ამიტომ, მთავარია, ჰქონდეთ სურვილი, რომელიც იქცევა მიზნად, რომ წინ წავიდნენ, განვითარდნენ და დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი სოციუმში, ოჯახსა თუ საზოგადოებაში. მთავარია, არ დანებდნენ, რაც არ უნდა ბევრი ბარიერი დახვდეთ წინ, რადგან ყველა ფასეული წარმატება მიიღწევა დიდი შრომის, კომფორტის ზონის დარღვევის და უამრავი წინააღმდეგობის დაძლევის შედეგად.
• ყველა ქალს ვურჩევ, არ უღალატონ საკუთარ ოცნებებსა და მიზნებს! იარონ წინ და ჩამოიხსნან მხრებიდან დაბრკოლება – „ხალხი რას იტყვის“ ! როდესაც არ ჩერდები და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად , თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯებით აღწევ მიზანს, ხარ ყველაზე ამაყი. თუკი რაიმეს შექმნა და მიღწევა გინდა, უნდა გაძლიერდე, გაბედო, იმოქმედო და არ გაჩერდე, რადგან „ჩიტი ბრდღვნად ღირს!“

კომენტარის დატოვება