მანანა შოშიკელაშვილი – ფლორისტი და დიზაინერი, რომელიც ბედნიერ მომენტებს ქმნის
მანანა შოშიკელაშვილი ფლორისტი და დიზაინერია, რომელიც ღონისძიებების, ქორწილებისა და ივენთების ორგანიზებას, დაგეგმასა და დიზაინს ახორციელებს. 2013 წლიდან ღონისძიებების მომსახურების სფეროში მოღვაწეობს და აფორმებს სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის პროფესიულ და კორპორატიულ ივენთებს. მის საქმიანობაში შედის ასევე ინვენტარის – მაგიდების, სკამების, ჭურჭლის, გადასაფარებლებისა და დეკორაციების გაქირავების სერვისი. სწორედ მან მან გააფორმა ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის პრეზენტაცია, რისთვისაც მადლობის სიგელი გადაეცა.
მანანა აღნიშნავს, რომ ღონისძიებების დაგეგმა საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მარტივად დაწყებული საქმე თანდათან განვითარდა – ყოველი ახალი შეკვეთა ახალი დეკორაციებისა და აქსესუარების შეძენას მოითხოვს, რის შედეგადაც ახლა უკვე საკმაოდ დიდი ბაზა აქვთ გრანდიოზული ღონისძიებების მოსაწყობად. მანანასთვის მთავარია, რომ მისი საქმიანობა ბედნიერს ხდის – ისინი ემსახურებიან სასიხარულო მომენტების აღნიშვნას, ხოლო კმაყოფილი დამკვეთების ბედნიერი სახეები და შეფასებები იმის მოტივაციას აძლევს, რომ თითოეული მომდევნო ღონისძიება წინას ჯობდეს.