ნოემბერი 22, 2024 22:16

ლიდერ ქალთა საზოგადოების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალბატონებს თავიანთი ბიზნესის განვითარებაში, გააცნოს ისინი საზოგადოებას, ამასთანავე ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და არ მისცეს არც ერთ ქალს დანებების საშუალება.

ქალების პოპულარიზაცია, საინტერესო კავშირების მოპოვება და გაზრდა, ეს სწორედაც, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოების ნიშაა.
ლიდერ ქალთა საზოგადოება ეხმარება სამომავლო გეგმებისა და ოცნებების ასრულებაში, საკმაოდ დიდ მისიად იქცა 21-ე საუკუნეში. ქალები ყოველთვის იყვნენ და არიან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ამის რეალიზებას დღეს მეტად კარგად ახერხებენ. ლიდერ ქალთა საზოგადოების მისიაა აღმოაჩინოს, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ქალებსა და მათ ბიზნესს, სტარტაპსა თუ წამოწყებებს.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ , ნათია შათირიშვილის ხელმძღვანელობით, 2015 წლიდან წარმოადგენს ქალთა გაერთიანებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათი რიცხვი უკვე 10 000 წარმატებულ ქალბატონზე მეტია, აქვე უნდა აღინიშნოს რომ, ეს არ არის მხოლოდ ორგანიზაცია, რომელიც ააშკარავებს ქალებს მათი საქმიანობის მიხედვით, არამედ ატარებს სხვადასხვა სახის შეხვედრებსა და ღონისძიებებს სხვადასხვა სფეროში და ყოველთვის ცდილობს მათ განვითარებას.
ტრენინგები, ღონისძიებები, აქტივობები, პროექტები ტარდება როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ, ევროპის არაერთ ქვეყანაში.
იმ ზღვა შესაძლებლობებს, რომელსაც საჭიროებს ყოველი ქალი, რათა სურვილები აქციონ რეალობად, იძლევა ლიდერ ქალთა საზოგადოება, რომელიც ყოველ არსებულ თუ მომავალ ლიდერს უკვლევს გზას იმ ბრწყინვალე მომავლისკენ, რაც საბოლოოდ მათ აქცევს ნამდვილ, ღირსეულ ლიდერებად.
ამასთანავე, ორგანიზაცია მიზნად ისახავს მხარდამჭერი ქსელის ჩამოყალიბებას, ის ეხმარება ინოვაციებსა და ინკლუზიურობას, რათა დარღვეული იყოს ის ბარიერები, რომლებიც ამ ქალებს წარმატების მიღწევაში აფერხებს.
აღნიშნული ორგანიზაცია მრავალმხრივ განვითარებულია და სხვადასხვა ტრენინგებსა და პროექტებთან ერთად ქველმოქმედებითაც არის დაკავებული. ის ეხმარება სტარტაპერ ქალებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ, შშმ პირებსა და მათ ოჯახებს.
ლიდერ ქალთა საზოგადოების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალბატონებს თავიანთი ბიზნესის განვითარებაში, გააცნოს ისინი საზოგადოებას, ამასთანავე ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და არ მისცეს არც ერთ ქალს დანებების საშუალება.

კომენტარის დატოვება