ნოემბერი 25, 2024 04:02

ლიდერ ქალთა საზოგადოების მორიგი აქტივობა

🌟  ცვლილებების აუცილებლობის გაცნობიერებითა და პოზიტიური ზეგავლენის მოხდენის გადაწყვეტილებით,
ლიდერ ქალთა საზოგადოებამ გადაწყვიტა, ჩაეტარებინა აქტივობა სახელწოდებით: “გავულამაზოთ ერთი დღე ქეთის”
🌟  აქტივობა ეხებოდა ქალური სოლიდარობის აღნიშვნას, მოტივაციის გავრცელებას, სიკეთისა და ერთიანობის ძალის ჩვენებას.
🌟  ქეთი არის ლაგოდეხიდან, მარტოხელა დედა, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და უაღრესად განათლებული ქალბატონი, რაც ჩვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
🌟 ჩვენი მიზანი მისი დღეების სილამაზითა და სიხარულით გაჟღენთა გახლდათ. გასჩენოდა იმედი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იზრუნებენ მასზე.
🌟 მოცემული აქტივობა ვერ იქნებოდა წარმატებული კეთილგანწყობილი ადამიანების მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც ლიდერ ქალთა საზოგადოების დიდ გუნდში არიან.
🌟 ქეთის ტრანსფორმაცია იყო როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. მან მიიღო თითოეული მათგანისგან სითბო, სიყვარული და ის სერვისები, რომლებზეც მას წვდომა არასდროს ჰქონია.
🌟 უფრო მეტიც, როგორც თავად გვითხრა, ოცნებასაც ვერ ბედავდა ამ ყველაფერზე. ეს ყოველივე კი იმის მანიშნებელია, რომ როდესაც ჩვენ ვიკრიბებით და ვიზიარებთ ამ სიკეთეს, ის გადამდები ხდება.

კომენტარის დატოვება