ნოემბერი 23, 2024 20:13

,,ლიდერ ქალთა საზოგადოების” რიგით მეექვსე დაჯილდოების ღონისძიებაზე ბატონი მაქს მეირ შავიტი მის მიერ რჩეულ ქალბატონს გამოავლენს, რომელსაც გადასცემს თავის დამზადებულ ნამუშევრებს

ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია ბატონი მაქს მეირ შავიტი.

ბატონი მაქსი გახლავთ მხატვარ-დიზაინერი ისრაელიდან, ოსკარ შინდლერის აკადემიის დამფუძნებელი.

ლიდერ ქალთა საზოგადოების რიგით მეექვსე დაჯილდოების ღონისძიებაზე ბატონი მაქს მეირ შავიტი, მის მიერ რჩეულ ქალბატონს გამოავლენს, რომელსაც გადასცემს თავის დამზადებულ ნამუშევრებს.

პროფესორი მაქს მეირ შავიტი გახლავთ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი, დავითის ორდენის კავალერი – საპატიო ორდენოსანი. ის გახლავთ უამრავი ჯილდოსა და რეგალიის მფლობელი, შეყვანილია საქართველოს კეთილ ადამიანთა სიაში. ქართულ ებრაული კულტურული კავშირების საქმეში შეტანილი წვლილისათვის კულტურის სამინისტროსაგან მიღებული აქვს სპეციალური სიგელი.

დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი საპატრიარქოს მიერ ნაკურთხი პრემია ივერიის მარავალ გზის მფლობელი; მისტერ შავიტი საქართველოს საუკეთესო ბრენდებშია შეყვანილი და გამარჯვებულია ნომინაციაში “რეპუტაცია და ნდობა“. იერუსალიმის სახელმწიფო ექსპერტიზის სამსახურის “ მახონათ კანიმის“ მიერ მიღებული აქვს ინდივიდუალური დამღის დარტყმის უფლებამოსილება და საერთაშორისო დიზაინერის სტატუსი. საერთაშორისო გამოფენებზე მინიჭებული აქვს ექსპერტის სტატუსი და სისტემატურად იღებს მონაწილეობას საქართველოს სახელით.

ზოგადად, ბატონი შავიტის ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, განსაკუთრებული დახვეწილობითა და ხარისხით.

კომენტარის დატოვება