„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ მორიგი გასვლითი ტრენინგ-ტური დუბაიში
3-დან 6 აპრილის ჩათვლით წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა სფეროდან იმყოფებოდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, „ბიდისი აკადემიისა“ და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-ტურის ფარგლებში.
ქალბატონებმა მოისმინეს გენდერის საკითხების სპეციალისტის, პროფესიით გინეკოლოგის ქალბატონი მაია პაიჭაძის ტრენინგი თემებზე: „გენდერი და ეკონომიკა“, „ქალთა ჯანმრთელობა არსებულ სოციუმში და გამოწვევები“, ქალთა ჯანმრთელობის თემაზე მოხსენებით წარდგა ასევე ექიმი რუსუდან ჯაში.
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. დანარჩენი დღეები ს განმავლობაში ქალბატონებმა მოინახულეს ღირსშესანიშნაობები და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
ეს არ ყოფილა საზოგადოების ეგიდით გამართული მსგავსი ტიპის პირველი ღონიძიება, თებერვლის თვეში ტრენინგ-ტური ჩატარდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ კვლავ უამრავ საინტერესო პროექტს შესთავაზებს საკუთარ წევრებს.