მარტი 13, 2025 01:52

ლიდერ ქალთა საზოგადოება და ბიდისი აკადემია ნომერ მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში

მარტს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა ემოციური და შთამბეჭდავი შეხვედრა, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. ამაღელვებელი საღამო ეძღვნებოდა ქალთა კვირეულს 3 მარტსა და 8 მარტს.
აღნიშნული კონცერტის განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ ქართული შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები, რომლებიც სრულიად უანგაროდ ჩაერთვნენ აქტივობაში: როლანდ ოქროპირიძე, ცისანა სეფიაშვილი, სოფო ერქომაიშვილი, გოგა მესხი, თამარ ნადირაძე და ნიკა გიორგაძე. მათი გამოსვლები სითბოთი და გულწრფელობით იყო გაჯერებული, ცნობილი სახეების ნახვა კი ძალიან ემოციური აღმოჩნდა ქალი პატიმრებისთვის.
კონცერტის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გახლდათ თავად პატიმრების მიერ მომზადებული მუსიკალური ნომერი. მათმა შესრულებამ დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოაყენა და ცრემლებამდე ააღელვა.
ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს არა მხოლოდ პატიმართა რეაბილიტაციას, არამედ საზოგადოებისა და პენიტენციური სისტემის დაახლოებასაც.
კონცერტის შემდეგ სტუმრებმა და პატიმრებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
მსგავსი ინიციატივები ეხმარება პატიმრებს არამხოლოდ რეაბილიტაციაში,არამედ საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და ჯანსაღ ურთიერთობებში, რაც სამომავლოდ მათ საზოგადოებრივი ცხოვრების ხარისხზეც აისახება.

კომენტარის დატოვება