ნოემბერი 21, 2024 13:53

ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ნაწილი საქველმოქმედო ფონდი ბიდისი და ,,ლიდერ ქალთა საზოგადოება “ ორგანიზაციაა რომელიც 2006 წლის ოქტომბერში დაარსდა.

დაარსების დღიდან, სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით დავეხმარეთ: 800-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს , 600-მდე მზრუნველობა მოკლებულ მოხუცს , 200-მდე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს. ყოველთვიური აქტივობებით ჩვენი ფონდი კვლავ აქტიურად აგრძელებს იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.

ამჯერად 26 ივლისს ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ქალბატონების და ჩვენი ფონდის დახმარებით ორგანიზაციის დირექტორმა ნათია შათირიშვილმა მარტოხელა დედა, სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ამ დროისთვის კეთილმა ადამიანებმა დროებით საკუთარ სახლში შეიფარა. ლიდერ ქალთა საზოგადოებამ ოჯახს საკვები პროდუქტები, წამლები და ფულადი დახმარება გაუწია.

ბავშვს დაუფინანსდება ყველანაირი სამედიცინო კვლევა და ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა სრულიად უფასოდ ორგანიზაციის მხრიდან. ასევე დაუფინანსდება სპორტი.

,,ლიდერ ქალთა საზოგადოება” კიდევ ბევრ ადამიანს გაახარებს, რადგან ეს გახლავთ წარმატებული, შემდგარი, ბიზნესმენი თუ სხვადასხვა სფეროში აღიარებულ ქალთა ორგანიზაცია, რომლებიც ერთ დიდ, ძლიერ ძალას წარმოადგენს სხვადასხვა კარგი საქმეების საკეთებლად.

 

კომენტარის დატოვება