აპრილი 9, 2025 00:31

“ბიზნესის ალქიმია: გაყიდვებიდან ბრენდინგამდე” – წარმატებული ტრენინგი ჩატარდა ბიდისი აკადემიაში

“ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისის” ორგანიზებით 2025 წლის 5 აპრილს ჩატარდა ინოვაციური ლექცია-სემინარი “ბიზნესის ალქიმია: გაყიდვებიდან ბრენდინგამდე”. ღონისძიება გაიმართა ბიდისი აკადემიის სივრცეში.

ტრენინგს უძღვებოდა ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი, თეონა ჭიღლაძე – გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტი და სტრატეგიული მარკეტინგის ექსპერტი. იგი ამჟამად გახლავთ შპს „ემლაბ სამცხის” დირექტორი და დამფუძნებელი, ასევე ბიზნესის სტრატეგიისა და მარკეტინგის სააგენტო “იდეა”-ს დამფუძნებელი. მისი მდიდარი გამოცდილება სამედიცინო ტოპ მენეჯმენტსა და მენეჯმენტის მაღალ რგოლებში მონაწილეებს საშუალებას აძლევდა რეალური ბიზნეს გამოწვევების გადაჭრის პრაქტიკული მეთოდები შეესწავლათ.

 

სემინარი ფოკუსირებული იყო სამ მთავარ მიმართულებაზე, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ბიზნესის წარმატებისთვის:

  1. ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია – მონაწილეებმა შეისწავლეს, როგორ უნდა შექმნან მდგრადი და მომგებიანი ბიზნეს მოდელი, რომელიც იძლევა კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე.
  2. გაყიდვების ზრდის სტრატეგიები – განხილულ იქნა მომხმარებელთა ფსიქოლოგია და პრაქტიკული ტექნიკები, რომლებიც დაეხმარება მეწარმეებს გაყიდვების მოცულობის ეფექტურად გაზრდაში.
  3. ბრენდის იდენტობა – ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი ბრენდის შექმნა და როგორ უნდა მოხდეს ბრენდის ღირებულებების ეფექტური კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან.

ტრენინგის ფორმატი იყო მაქსიმალურად ინტერაქტიული, პრაქტიკული მაგალითებით და სავარჯიშოებით, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა მიღებული ცოდნა მაშინვე გამოეყენებინათ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

 

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალბატონების გაძლიერებას თანამედროვე ხარისხის მართვის მეთოდებისა და სტანდარტების გაცნობით. პროგრამა სპეციალურად იყო შექმნილი იმისათვის, რომ ლიდერებს მიეღოთ აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც მათ დაეხმარება დინამიურად ცვალებად ბიზნეს გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.

ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაკავშირებოდნენ თანამოაზრე პირებს და დაემყარებინათ ღირებული პროფესიული კავშირები სხვადასხვა სფეროსა და რეგიონის ლიდერ ქალბატონებთან.

 

ღონისძიების დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი. ტრენინგის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მათ სჯერათ ქალი ლიდერების უზარმაზარი პოტენციალისა და მზად არიან მიაწოდონ საჭირო ინსტრუმენტები მათი პროფესიული განვითარებისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

ღონისძიების მიმდინარეობისას განხორციელდა ფოტო და ვიდეო გადაღება, რომელიც განთავსდება ორგანიზატორების სოციალურ პლატფორმებზე.

“ლიდერ ქალთა საზოგადოება” და საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისი” მადლობას უხდის ყველა მონაწილეს და აცხადებს, რომ მალე დაგეგმილია მსგავსი ფორმატის სხვა ტრენინგებიც, რომელთა შესახებ ინფორმაცია დროულად გავრცელდება.

კომენტარის დატოვება