XIII წარდგენის ღონისძიება – წარმატების საღამო 2025
გიწვევთ ლიდერ ქალთა საზოგადოების XIII წარდგენის ღონისძიებაზე “წარმატების საღამო 2025”, რომელიც გაიმართება 23 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში!
საღამოს მთავარი აქცენტები:
-CEO-ს წლიური ანგარიში და წარდგენის გრანდიოზული ცერემონიალი
-ცოცხალი მუსიკა და უნიკალური შოუ-პროგრამა
-გამოფენა-გაყიდვა “ქალი მეწარმეები”
-შთამაგონებელი წარმატების ისტორიები
-საზეიმო ტორტის გაჭრის ცერემონიალი
-მოულოდნელი სიურპრიზები და პერსონალური საჩუქრები
ეს იქნება არა უბრალოდ ღონისძიება, არამედ მომაჯადოებელი წინასაახალწლო საღამო, რომელიც შოუ-პროგრამის უნიკალური ელემენტებით გაჯერებულ მოგონებად დაგრჩებათ.
სად: სასტუმრო შერატონი, თელავის ქ. 20
როდის: 23 დეკემბერი(სამშაბათი), 20:00 სთ
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარ შეძენილი ბილეთით! ბილეთები: 50₾-დან 150₾-მდე.
ჩვენი წარდგენის ღონისძიება ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმა ქალი ლიდერებისთვის, სადაც ისინი იზიარებენ გამოცდილებას, ამყარებენ კავშირებს და განიხილავენ თანამედროვე გამოწვევებს. გასულმა ღონისძიებამ გააერთიანა 200-ზე მეტი წარმატებული ქალბატონი სხვადასხვა სფეროდან!
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია & რეგისტრაცია: https://forms.gle/a2Zad7dvz1HhKX5z5
დამატებითი ინფორმაცია: +995 593 237 539
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!