მარტი 12, 2026 20:12

Sweet Flowers Event Design — ემოცია, რომელიც სივრცეში ცხოვრობს

ნუკი — მეწარმე, შემქმნელი და ადამიანი, რომელმაც ყვავილებისადმი სიყვარული პროფესიად აქცია. სწორედ მისი ხელითა და გულით იქმნება სივრცეები, რომლებიც ღონისძიებებს განუმეორებელს ხდის.

ყველაფერი სიყვარულით დაიწყო. ყვავილებისა და ლამაზი სივრცეების შექმნა ყოველთვის მისი დიდი გატაცება იყო. თავიდან ეს უბრალოდ სიამოვნებას ანიჭებდა — შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად, ეტაპობრივად დაიწყეს სხვადასხვა პატარა ღონისძიებების გაფორმება. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ეს მხოლოდ ჰობი არ იყო — შეიძლება პროფესია გამხდარიყო. ასე დაიბადა Sweet Flowers Event Design, სადაც თითოეული დეკორი ემოციებითა და სიყვარულით იქმნება.

ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი — ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის პრეზენტაციის გაფორმება — განსაკუთრებით ახლოს და ძვირფასია გუნდისთვის. სწორედ ეს პროექტი გახდა დასტური, რომ სწორ გზაზე არიან.

იდეიდან — ჰარმონიულ სივრცემდე

ყველაფერი იდეით იწყება. გუნდი უსმენს კლიენტის სურვილებს, ქმნის კონცეფციას, არჩევს ფერებს, ყვავილებსა და დეტალებს. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ერთ მთლიან, ჰარმონიულ სივრცედ იქცევა, რომელიც ღონისძიებას განსაკუთრებულ ატმოსფეროს აძლევს.
ფოტო სივრცე მხოლოდ დეკორი არ არის — ეს არის ადგილი, სადაც ემოციები და მოგონებები ინახება. სწორედ აქ იქმნება ფოტოები, რომლებიც ადამიანებს წლების შემდეგაც ახსენებთ იმ ბედნიერ დღეს.

თითოეული დეტალი სიყვარულითა და სიფრთხილით შეიქმნა, რათა სტუმრებს თბილი, ელეგანტური და დასამახსოვრებელი გარემო დახვედროდათ.

სამი ადამიანი, ერთი გული

Sweet Flowers სამი ადამიანის საერთო ოცნებაა. 2008 წლიდან ერთად მოდიან — სხვა საქმიანობიდან დიზაინზე გადართვა ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ბევრი მოსულა და ბევრიც წასულა, მაგრამ თეა და ლიკა — ისინი საუკეთესოები არიან. სწორედ ისინი აირჩია — ერთგულობისა და ნამდვილი ადამიანური ღირებულებების გამო. სწორედ ეს სამება ქმნის იმ სიმძლავრეს, რომლითაც თითოეული პროექტი სიცოცხლეს ისუნთქავს.

“თუ გიყვარს სილამაზე, შემოქმედება და ადამიანებისთვის ბედნიერი გარემოს შექმნა — აუცილებლად უნდა სცადო. წარმატების მთავარი საიდუმლო არის შრომა, გემოვნება და გულით გაკეთებული საქმე.”

კომენტარის დატოვება