ნოემბერი 23, 2024 07:17

“G Wedding Company” თქვენს ბედნიერ დღეს დაუვიწყარ დღესასწაულად აქცევს!

ლიდერ ქალთა საზოგადოების რიგით მე8 ღონისძიების სპონსორია “G Wedding Company”, რომელიც სრულად უზრუნველყობს ღონისძიების დიზაინსა თუ გაფორმებას.

“G Wedding Company” უკვე რამოდენიმე წელია ჩვენი საზოგაოდების ერთგული პარტნიორია, რომელიც გვთავაზობს არაჩვეულებრივ, უნიკალურ დიზაინებსა და გაფორმებას, ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისა თუ დღესასწაულის, იქნება ეს ოფიციალური-ფორმალური შეხვედრები, თუ არაოფიციალური.

წარმოგიდგენთ გვანცა კობალაძის ექსკლუზიურ ინტერვიუს!

 

გვანცა, რა ადგილი უჭირავს თქვენს პროფესიულ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?

დროთა განმავლობაში პატარა ნიმუშიდან მასშტაბურ დიზაინებამდე მივედი და უკვე კარგად შემიძლია დროის მენეჯმენტის მართვა ისე, რომ დრო არც ოჯახს და არც პროფესიას მოვაკლო. გარდა ამისა, მიყვარს ის საქმიანობა, რასაც ვაკეთებ და ვიღებ უდიდეს სიამოვმებას, ყოველ დღე განვითარება და წინსვლაა ამ პროფესიაში, რაც ჩემი პიროვნებისთვის დამახასიათებელია.

 

რა არის თქვენს პროფესიაში მთავარი?

ზოგადად, როდესაც ადამიანი პროფესიას ირჩევ, არის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მოქმედებს ამ არჩევანზე: უნარი, ნიჭი, ინტერესი, მოტივაცია, ოჯახი, ღირებულებები… ამ ჩამონათვალიდან ყველაზე დიდი როლი ჩემს არჩევანში ოჯახმა ითამაშა, რადგან რთულია ორ შვილთან ერთად იპოვო და შეიქმნა ისეთი პროფესია, რონელიც ოჯახთან დროის გატარების საშუალებას მოგცემს.

 

როგორ შეაჯამებდით 2023 წელს….

თამამად ვიტყვი, რომ მაქსიმუმი იყო შეკვეთების და დიზაინების. რაც უფრო იწევს ხარისხი, მით მეტია პოლულარობა და რეიტინგი, ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის. მოლოდინები 2024 წლის დიდია და იმედი მაქვს რომ ყველა ჩანაფიქრს შევასრულებ…

 

გვანცა გვიზიარებს სამომავლო გეგმებს:

სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს, მირჩევნია სიურპრიზად დავტოვო, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ჩვენი გუნდი აპირებს გაფართოებას და უფრო მეტი საინტერესო და დახვეწილი დიზაინების შექმნას.

კომენტარის დატოვება