ნოემბერი 24, 2024 19:57

ნომინაციაზე “საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის -2022” წარდგენილია ქალბატონი თამარ ლაზარიაშვილი

„ჭკვიანი ქალი ოჯახის სიძლიერეა, დედაბოძია, შესაბამისად ქვეყნის ძლიერი მხარეა. ჩემი მიზანია,როგორც ქალმა და სამი შვილის დედამ, შევცვალოთ დამოკიდებულება იმის შეახებ,რომ ქალს ლიდერობაც და ოჯახის მართვა თავისუფლად შეუძლია. ქალს შეუძლია მშვიდობის და სოლიდარობის უკეთ გამოვლენა. „
“ლიდერ ქალთა საზოგადოება” ნომინაციაზე “საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის -2022” წარმოგიდგენთ  წარმატებულ, ძლიერ, აქტიურ ქალბატონს,
თამარ ლაზარიაშვილს,  რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კულტურის აღორძინებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლისა და ჩართულობის გაზრდას.
ის სტუდენტობის პერიოდიდანვე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
იყო ახალგაზრდული გაერთიანება “სიმების”, ასევე თელავის ახალგაზრდული გაერთიანება „ახალი ტალღის“ წევრი.
ქალბატონი თამარი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარ რეგიონში კულტურული ცხოვრება უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გახადოს. ის წლებია ამ განხრით მუშაობს კახეთის რეგიონში.
მისი სამუშაო გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია:
☑️ 2007–2011წლებში გახლდათ თელავის საზოგადოებრივი “დარბაზის” წევრი;
☑️ 2013–2015წწ–საქართველოს “სათემო კავშირის” კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელი;
☑️ 2014-2016წწ–ინოვაციური განათლების ცენტრის კახეთის რეგიონალური კოორდინატორი;
☑️ 2014 წლიდან დღემდე ორგანიზაცია “თელავი ჩემი ქალაქიას” დამფუძნებელი და გამგრობის თავმჯდომარე;
☑️ 2019 წლიდან დღემდე კახეთის “ჰაბის” საინიციატივო საბჭოს წევრი;
☑️ ასევე 2019-დან დღემდე – საქართველოს ქალთა საბჭოს თელავის გამგეობის თავმჯდომარე;
☑️ 2021 წლიდან დღემდე თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი;
☑️ 2021 წლიდან დღემდე – “რეგიონის განვითარების ცენტრის” სამოქალაქო კომიტეტის წევრი.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ დაინტერესებულია ბევრი წარმატებული, საინტერესო და სოციალურად აქტიური ქალი შემოუერთდეს ჩვენს რიგებს, განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ასეთ ქალბატონებს რეგიონებში აღმოვაჩენთ.

კომენტარის დატოვება