ნოემბერი 24, 2024 18:34

ნომინაციაზე “განათლების სფეროს ქომაგი -2022” წარდგენილია ქალბატონი ლალი აბაშიძე

“ლიდერ ქალთა საზოგადოება მომავალი ღონისძიების ფარგლებში გამართულ დაჯილდოებაზე “განათლების სფეროს ქომაგი -2022”-ის ნომინაციაზე წარადგენს ქალბატონ ლალი აბაშიძეს.

“1996 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია ეკონომიკის მიმართულებით. 1999 -2011 წლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის  დეპარტამენტში ვმუშაობდი.

1999 წელს  დავაფუძნე კერძო სკოლა. ვმუშაობ. 2017 წელს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ავაშენეთ და გვაქვს   საცურაო აუზი  – „ცისფერი ლაგუნა“ .

მგონია,რომ ქალები პრაგმატული აზროვნებით  გამოვირჩევით და  ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც საზოგადოებას ჭირდება, რაზეც არის მოთხოვნა.  ქალი უფრო მოქნილი ბუნებისაა და  კარგად   გამოსდის ურთიერთობები  მოზარდებთან. ურთიერთობების სწორად წარმართვა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორია (საქმის ცოდნასთან ერთად) ბავშვისთვის სასწავლო პროცესის დროს.

ქალს  ბევრი ფუნქცია აკისრია ოჯახის და საზოგადოების წინაშე:მან  ჯანმრთელი  და განათლებული თაობა უნდა შვას და აღზარდოს.  განათლების გარეშე ამ ფუნქციასაც კი ვერ შეასრულებს.  ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია  საკუთარი თავის რეალიზაცია,  თავის დამკვიდრება,განვითარება, დამოუკიდებლობა, თავისუფლება,  ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბება, საკუთარი შემოსავალი –   განათლების გარეშე  ვერაფერს მიაღწევ!

ჩემთვის მთავარია    პატიოსნება  ყველა ურთიერთობაში, ერთგულება და თანმიმდევრულობა, წარმატება,სიყვარული.

მე არასდროს მიფიქრია,რომ საქმის კეთებაში სქესს აქვს მნიშვნელობა. სიყვარულით, თავდაუზოგავად  უნდა აკეთო ის, რაც დასახულ მიზნამდე მიგიყვანს,არასოდეს არ უნდა დანებდე.

ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ  ნაბიჯებს წარმატებისკენ, ვურჩევდი, რომ პირველ რიგში  დასახონ მიზანი, ეძებონ მიზნის მიღწევის საშუალებები,იშრომონ ბევრი. უსაზღვროდ უნდა უყვარდეთ საქმე,რომელსაც უნდა ემსახურონ. და ბოლოს,  იშრომონ,იშრომონ, იშრომონ  საყვარელი მამაკაცი გვერდით.”

კომენტარის დატოვება