ივნისი 9, 2026 00:07

„ლიდერ ქალთა საზოგადოებისა“ და საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ ორგანიზებით გაიმართა სალონური შეხვედრა თემაზე — „ქალური ენერგიის სწორი მართვა წარმატებული ქალებისთვის“

6 ივნისს, საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისიში“, „ლიდერ ქალთა საზოგადოებისა“ და BDC Academy-ის ორგანიზებით გაიმართა სალონური შეხვედრა თემაზე — „ქალური ენერგიის სწორი მართვა წარმატებული ქალებისთვის“.

შეხვედრას უძღვებოდა მარიშკა პაიჭაძე — ტრენერი-ფსიქოლოგი, აზროვნების ტრანსფორმაციის მენტორი, ინოვატორი და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შინაგანი ბალანსის, ენერგიის მართვისა და პიროვნული განვითარების მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: ემოციური გადაღლის პრევენცია, სტრესთან გამკლავების ეფექტური გზები, ფარული შიშების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თვითშეფასების მნიშვნელობა, შინაგანი ბლოკების ამოცნობა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად წარმოჩენა.

სალონურმა ფორმატმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, ღია და გულწრფელი დიალოგის რეჟიმში ესაუბრათ მათთვის აქტუალურ თემებზე, გაეზიარებინათ გამოცდილება და მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები პირადი და პროფესიული ცხოვრების უკეთ დაბალანსებისთვის.

შეხვედრა გამოირჩეოდა თბილი, მეგობრული და პოზიტიური გარემოთი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მსგავსი საგანმანათლებლო და განვითარების შეხვედრების მნიშვნელობა ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროცესში.

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ და საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ მომავალშიც გააგრძელებენ ისეთი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ხელს უწყობს ქალების პიროვნულ, პროფესიულ და ლიდერულ განვითარებას.

კომენტარის დატოვება