მაისი 20, 2026 21:14

პირველადი გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი ქუთაისში

„ლიდერ ქალთა საზოგადოებისა“ და კოლეჯი საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ ორგანიზებით, ქუთაისში გაიმართება პრაქტიკული ტრენინგი თემაზე:

✨ „პირველადი გადაუდებელი დახმარება ექიმის მოსვლამდე“ ✨

გადაუდებელი შემთხვევა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს — სახლში, სამსახურში, ქუჩაში, სკოლაში, სალონში, სასტუმროში ან გზაზე.

ხშირად სწორედ პირველ წუთებში სწორი მოქმედება არის გადამწყვეტი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

ტრენინგზე მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას, როგორ იმოქმედონ გადაუდებელ სიტუაციაში მშვიდად, სწრაფად და სწორად — ექიმის მოსვლამდე.

📚 ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება:

✔️ დაზარალებულის მდგომარეობის სწრაფი შეფასება
✔️ გულ-ფილტვის რეანიმაციის ძირითადი პრინციპები
✔️ გონების დაკარგვა, გულისწასვლა და შოკური მდგომარეობები
✔️ სუნთქვის გაძნელება და სასუნთქ გზებში უცხო სხეული
✔️ ალერგიული რეაქცია და ანაფილაქსიური შოკი
✔️ მაღალი წნევა, გულ-მკერდის ტკივილი და ინფარქტის ნიშნები
✔️ ინსულტის ამოცნობა
✔️ სისხლდენა, ჭრილობები და დამწვრობა
✔️ მოტეხილობა, ტრავმა და იმობილიზაცია
✔️ ეპილეფსიური შეტევა, მოწამვლა, მწერებისა და გველის ნაკბენები

🏫 ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ბიდისი აკადემიის პრეზენტაცია — სტუმრები გაეცნობიან კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და სასწავლო მიმართულებებს.

📅 თარიღი: 13 ივნისი
⏰ დრო: 13:00
📍 ადგილი: Boutique Hotel Argo-ს საკონფერენციო დარბაზი
📍 მისამართი: ქუთაისი, გალაკტიონ ტაბიძის 51

📩 რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის: https://forms.gle/dBvX2pYXvy9ikGjf8

🚑 ცოდნა, რომელსაც ამ ტრენინგზე მიიღებთ, შესაძლოა ერთ დღეს სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში დაგეხმაროთ.

კომენტარის დატოვება