მაისი 20, 2026 19:27

ლიდერ ქალთა საზოგადოება გიწვევთ „BUSINESS WOMEN MAGAZINE“-ის პრეზენტაციაზე ქუთაისში

ეს იქნება თბილი, საქმიანი და მოტივაციით სავსე დღე მათთვის, ვისაც სურს ახალი ადამიანების გაცნობა, პროფესიული ქსელის გაფართოება და ქალთა წარმატების ისტორიებით შთაგონება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „BUSINESS WOMEN MAGAZINE“-ის სხვადასხვა ნომერი და ტირაჟი, სადაც გაეცნობით ქალებს, რომლებმაც საკუთარი შრომით, მიზანსწრაფულობითა და პროფესიონალიზმით შექმნეს წარმატების განსაკუთრებული გზა.

📌 რას გთავაზობთ ღონისძიებაზე?

ჟურნალის სხვადასხვა ნომრის პრეზენტაცია
წარმატებული ქალბატონების შთამაგონებელი ისტორიები
ახალი პროფესიული კონტაქტები და საინტერესო გარემო
დაუვიწყარი ემოციები, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ

📅 14 ივნისი,13:00
📍 Boutique Hotel Argo-ს საკონფერენციო დარბაზი
📍 ქუთაისი, გალაკტიონ ტაბიძის 51

⚠️ დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

📩 რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/gu7GSpY6SDHyLjdv7

გელოდებით ქუთაისში — წარმატებული ქალების ისტორიების, ახალი კავშირებისა და შთაგონების გასაზიარებლად!

კომენტარის დატოვება