ივნისი 15, 2025 02:50

პროექტი “წიგნები მსჯავრდებულებისთვის”

🔸 სიხარულით გაცნობებთ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება იწყებს ახალ კეთილშობილურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვაგროვებთ წიგნებს მსჯავრდებულებისთვის.
🔸 ეს ინიციატივა მიზნად ისახავს განათლებისა და თვითგანვითარების ხელშეწყობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ამჟამად თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან.
🔸 ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ საქმეში და მოგვაწოდოს წიგნები ნებისმიერ ჟანრში – მხატვრული ლიტერატურა, საგანმანათლებლო, პროფესიული თუ შემეცნებითი.
🔸 ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს შეგროვებული წიგნების მიწოდებას უშუალოდ მსჯავრდებულებისთვის, რითაც ვცდილობთ შევქმნათ მათთვის თვითგანვითარებისა და სულიერი გამდიდრების შესაძლებლობა.

კომენტარის დატოვება