დეკემბერი 22, 2024 09:18

ნუცა თოფურია- წარმატებული არტისტი და მომღერალი

ნუცა თოფურია – ახალგაზრდა მომღერალია, რომლის სწრაფი წარმატება ქართულ მუსიკალურ სცენაზე ყველას ყურადღებას იქცევს. 22 წლის ასაკში მან შეძლო საკუთარი სოლო ალბომის ჩაწერა და პირველი სოლო კონცერტის გამართვა, რამაც მისი გულშემატკივრების წრე კიდევ უფრო გაზარდა.

ყველაფერი „მხოლოდ ქართულიდან” დაიწყო. ქველმოქმედმა, რომელიც ბევრ კულტურულ ღონისძიებას ასპონსორებს, მისი ალბომისა და სოლო კონცერტის დაფინანსება გადაწყვიტა. ეს მისთვის დიდი სიურპრიზი იყო, რომელმაც მოულოდნელად დაატყდა თავს. ~

შემდეგ, ზაზა შენგელიამ შეხვედრაზე დაიბარა, სადაც იგი საერთოდ ვერ ხვდებოდა, რისთვის მივიდა. საწყის ეტაპზე მხოლოდ ხუთი ადამიანი ესწრებოდა მის გამოსვლას. ზაზამ მას უთხრა „შენი მაქსიმუმი გააკეთეო”. მან თვალები დახუჭა და სიმღერა დაიწყო.

მეორე დღეს ზაზამ დაურეკა და უთხრა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა. პროფესიონალთა გუნდმა, რომლებიც მისი პირველი ალბომის გარშემო შეიკრიბნენ, მას დიდი წარმატება მოუტანა. ნუცა აღიარებს, რომ ამ ყველაფერში მას ძალიან გაუმართლა. ნუცა თოფურია სოლო კონცერტის შემდეგ ისრაელში, ქალაქ აშკელონში, რომელსაც ქართველების ქალაქს ეძახიან, გასტროლი გამართა „ნიუტონთან” ერთად. იგი საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. დარბაზში აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველი ებრაელები წარმოადგენდნენ და კონცერტი ძალიან ემოციური გამოვიდა.

 

კომენტარის დატოვება