ნოემბერი 14, 2024 20:25

ნომინაციაში “წამწამების დაგრძელების სპეციალისტი და ტრენერი”-2024, წარდგენილია გვანცა კვესელავა

გვანცას პროფესიული გზა იწყება ფარმაცევტის სპეციალობით. იგი თითქმის ათი წლის განმავლობაში მუშაობდა აფთიაქში, სადაც დაუგროვდა არა მხოლოდ ფარმაცევტული ცოდნა, არამედ სამედიცინო სფეროს წარმატებული პრაქტიკული გამოცდილებაც. ამ გამოცდილებამ მას შემდგომში საშუალება მისცა მუშაობა დაეწყო სამედიცინო წარმომადგენლად ერთ-ერთ კომპანიაში.

თუმცა, გვანცას საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სამედიცინო სფეროთი. მისი ინტერესები და კომპეტენციები მრავალმხრივია. უკვე 1 წელია, რაც იგი წარმატებით მუშაობს ესთეტიკური მედიცინის მიმართულებითაც – კერძოდ, როგორც პროფესიონალი წამწამების სპეციალისტი და პერმანენტული მაკიაჟის ექსპერტი. ამ მიმართულებით იგი უკვე 107 მოსწავლე აღზარდა.

გვანცას კარიერული წარმატება მხოლოდ მისი პროფესიით არ არის განპირობებული. მისი პიროვნული თვისებები – მოტივირებულობა, ამბიციურობა და მიზანდასახულობა – წარმოადგენს მის მთავარ საყრდენს.

მომხმარებელთა „გულის მოგება“ არც ისე ადვილია 21-ე საუკუნეში და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გვანაცმ ესეც შეძლო, მას ჰყავს არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი, რაც მის პროფესიონალიზმსაც უსვამს ხაზს. მისი გამოცდილება წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატების მიღწევა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა.

გვანცა კვესელავა არის – მოტივირებული, ამბიციური და მიზანდასახული ქალბატონი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება სხვადასხვა პროფესიულ და პირად მიმართულებაში.

კომენტარის დატოვება