ნოემბერი 24, 2024 08:28

ნომინაციაში “წარმატებული დიზაინერი-2024” წარდგენილია თამარ ზოიძე

მე ვარ თამარ ზოიძე 39 წლის და უკვე 5 წელია ვცხოვრობ ესპანეთში. ვარ დიზაინერი, თვითნასწავლი მხატვარი, პროფესიული განათლებით ვარ ექიმი, სტომატოლოგი. ბავშვობიდან ვხატავ, მამა მყავდა მხატვარი და 17 წლის ასაკიდან ვმოღვაწეობ ჩემს სფეროში. ძალიან პატარამ დავიწყე მცირე ბიზნესი, ჩემი პირველი ფეხსაცმელის შეკერვის შემდეგ და აი დღემდე ამდენი წელი ჩემი საყვარელი საქმე არის ეს. ამჟამად აქ ესპანეთში ძირითადად საქორწილო კაბებს და სადღესასწაულო კაბებს ვქმნი.
 ჩემი საქართველოდან წასვლის მიზეზი იყო ჩემი პირადი ცხოვრება და ის სკანდალები რაც ხდებოდა 2016 -2017 წლებში. როგორც გენდერული ძალადობის მსხვერპლი ამ მიზეზით დავტოვე ქვეყანა, გადარჩენისთვის. მე ვისარგებლებ შემთხვევით და ვეტყვი ყველა ქალს, რომ მოძალადეები არ იცვლებიან და სიცოცხლის გადასარჩენად უმჯობესია წახვიდე. აქ ესპანეთში უამრავია ფემიციდის შემთხვევა, ისევე როგორ ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომ ვიმყიფები აქ, აქამდე ჩემმა ძლიერმა ხასიათსა და მებრძოლმა სულმა მომიყვანა, არასოდეს არ უნდა დანებდე. ბევრი შრომის და ბრძოლის შედეგად ვარ სადაც ვარ, მაქვს ბედნიერება ვიმუშაო ჩემი პროფესიით, ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ვზრდი ჩემს შვილებს და თავს ვგრძნობ ბედნიერ და თავისუფალ ადამიანად. მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი, რომელიც ასევე მხარს მიმაგრებს და ხელს მიწყობს ჩემი პროფესიული განვითარებისთვის.
 მე არ ვარ მეოცნებე ადამიანი, მე არ მაქვს ოცნებები, მე მაქვს მხოლოდ მიზნები, ჩემი მოტივაცია არის ჩემი მიზანი, ვიცი რომ იქ აუცილებლად უნდა მივიდე, ჩემს გასავლელ გზას ისევე ვხედავ წინ როგორც უკვე განვლილ გზას უკან წარსულში. მოტივაციაც იბადება თავისთავად და რწმენა მხოლოდ და მხოლოდ რწმენა რასაც მივყავართ დასახულ მიზანთან. ის ფაქტორი რომ ხარ ქალი, მარტოხელა დედა, ორი მცირეწლოვანი შვილი, ხშირ შემთხვევაში უძლეველს ხდის ადამიანს. ეს სამყარო ჩვენთვისაა შექმნილი, ირგვლივ უამრავი შესაძლებლობებით, არაფერი შეუძლებელი სანამ ცოცხალი ხარ.
 ის რომ ქალი ვარ ვერ ვიტყვი რომ მიწყობს ხელს ჩემს საქმიანობაში, პირიქით ხშირად ხელს მიშლის და მაფერხებს, მაშინ უფრო როცა დედა ხარ, ეს კიდევ ცალკე და რთული პროფესიაა, თუმცა შეთავსებადია, თუ დროს სწორად გავთვლით. მთავარი დისციპლინაა, წესრიგი.თუმცა ვფიქრობ მეტიც შემეძლო.
 ჩემი მთავარი მიღწევა ამ დრომდე ალბად მხოლოდ ის არს რომ მიუხედავად ყველაფრისა რაც გადამხდა თავს ადამიანების დაუნდობლობისა და ბოროტების გამო, მე დავრჩი ადამიანად, თავისუფალი და ბედნიერი. არავის მიმართ არც სიძულვილი, არც შური არც სიბრაზე არ გამაჩნია, ყველას ყველაფერი ვაპატიე, მე ვიცი მთავარი მსაჯული ვინც არის. შემდეგ ალბათ იმას რომ აქ ემიგრაციაში მოვახერხე თვის დამკვიდრება, სრულიად მარტომ, ნაბიჯ_ნაბიჯ მივყვები გზას და ყველა ნაფეხურს ჩემს წიგნში ვინახავ. აი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ჩემი, როდესაც წიგნი დასრულდება და გამოიცემა, შეიყვაროს მკითხველმა.
 მე ქალებს რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ამა თუ იმ საქმიანობაში, ვურჩევ ყველაფერი ჩაიდინონ ბედნიერებისთვის, მიზნისთვის იბრძოლონ, დაცემის შემდეგ წამოდგენ, გზა განაგრძონ, სამყარო საზღვრების და კანონების გარეშე შექმნა ჩვენთვის ღმერთმა და იგრძნონ, დაიჯერონ რომ ეს სამყარო მთლიანი დედამიწა შენია, მთელი თვისი უსაზღვრო შესაძლებლობებით, ისარგებლონ და დატკნბნე ყველა წამით და ყველა დილა დაიწყონ მადლიერებით, იყვნენ მადლიერი რაც აქვთ დღეს, ეს ნიშნავს რომ ხვალ გექნება ის რაც გინდა.
 მიზნები და გეგმები ბევრი მაქვს, ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო, ჩემი მიზანია დავასრულო წიგნი და გახდეს წარმატებული. ემიგრანტი ქალი. ლტოლვილი. ხოლო რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ბევრჯერ მითქვამს, აქ ემიგრაციაში კერძოდ ესპანეთში, დავაფუძნე კონკურსი “მის ემიგრანტი ” შევქმენი ქალთა ჯგუფი, “ემიგრანტი ქალი” ჯგუფის სახელით ტარდება კონკურსი, მონაწილეობას იღებენ ემიგრანტი ქალები, ვცდილობ მომავალში იყოს უფრო ფართომასშტაბიანი და ხელი შევუწყოთ ემიგრანტ ქალებს, თავიანთი საქმიანობის პოპულარიზაციაში, აქ საკმაოდ ნიჭიერი და წარმატებული ქალები ცხოვრობენ, ვფიქრობ და ჩემი სურვილია მათზე იცოდეს საზოგადოებამ. ემიგრანტი ქალები მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ქვეყნის და ამ კუთხით მაქვს ძირითადად დიდი გეგმები და მიზნები, ასევე შევქმენი პეტიცია და არის ჩემი იდეა, ოფიციალურად დამკვიდრდეს ემიგრანტ ქალთა დღე, რომელიც შრომის კოდექსში იქნება მითითებული და მინდა ეს იყოს შემოდგომით, რადგან პირველად ჩავატარეთ ქალაქ ბარსელონაში სექტემბრის თვეში, მეორედ ქალაქ მადრიდში ოქტომბერში. მინდა რომ ჩერთოს საელჩო რაზეც გასულ წელს თანხმობას და მხარდაჭერას დაგვპირდნენ. იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა და წარმატებით ჩავატარებთ.
 თამარ ზოიძის ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ქალს გადალახოს უდიდესი დაბრკოლებები, შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა და მიაღწიოს წარმატებას პროფესიულ სფეროში. მისი გამოცდილება და სიძლიერე შთაგონების წყაროა ყველა ქალისთვის, ვინც ცდილობს საკუთარი გზის პოვნას ცხოვრებაში.

კომენტარის დატოვება