ნოემბერი 25, 2024 18:06

ლიდერ ქალთა საზოგადოების IX ღონისძიების სპონსორია ყვავილების მაღაზია „კესანე“

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ რიგით მე-9 ღონისძიების სპონსპორია, ანა ჭიღლაძის ყვავილების მაღაზია, სახელწოდებით „კესანე“, რომელიც ჩვენს საღამოს გაალამაზებს.

“კესანე” ქართულად ნიშნავს “არ დამივიწყოს”, რაც სრულყოფილად ასახავს მაღაზიის კონცეფციას – შექმნას დაუვიწყარი თაიგულები და ფლორისტული კომპოზიციები. სახელის შერჩევა არ ყოფილა შემთხვევითი. ანას სურდა, რომ მათი ნამუშევრები ისეთივე დაუვიწყარი ყოფილიყო, როგორც თავად მაღაზიის სახელწოდება.

ანა ჭიღლაძისთვის ყვავილების სიყვარული მხოლოდ ჰობი არ არის. ის აცნობიერებს, რომ წარმატებისთვის საჭიროა არა მხოლოდ სიყვარული, არამედ ყვავილებთან ურთიერთობის უნარიც, რაც ახალი იდეების წყაროა. სწორედ ეს მიდგომა განასხვავებს “კესანეს” სხვა მსგავსი პროფილის მაღაზიებისგან.

მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ანა არასდროს ნებდებოდა. მისი მიზანია, მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს თავის სფეროში. ის თვლის, რომ “კესანეს” მიერ შექმნილ თაიგულებში მეტი სიყვარული და განწყობაა ჩადებული, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის.

ანა ჭიღლაძე განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ “კესანე” ქალების მიერ მართული ბიზნესია. ის დარწმუნებულია, რომ ქალებს შეუძლიათ დასახონ მიზნები და მიაღწიონ მათ. იმედოვნებს, რომ მისი მაგალითი სხვა ქალებსაც შთააგონებს საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის.

დამწყები მეწარმეებისთვის ანას რჩევა მარტივია – მთავარია გულით მოინდომონ და ყველაფერი გამოვა.

“კესანე” არის არა მხოლოდ ყვავილების მაღაზია, არამედ ადგილი, სადაც სიყვარული და კრეატიულობა ერთმანეთს ერწყმის. აქ შექმნილი თითოეული თაიგული თუ კომპოზიცია არის უნიკალური ნამუშევარი, რომელიც ასახავს მფლობელის პასიას და პროფესიონალიზმს.თუ გსურთ გამორჩეული და დაუვიწყარი ყვავილების თაიგული, “კესანე” სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენს ოცნებებს რეალობად აქცევენ.

კომენტარის დატოვება