ნოემბერი 22, 2024 15:30

ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი ლექცია-სემინარი წარმატებით ჩატარდა

💫 ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი ლექცია-სემინარი წარმატებით ჩატარდა 💫

💫 ლექცია-სემინარი „როგორ შევქმნათ ძლიერი ბიზნეს მოდელი; როგორ გამოვიყენოთ მარკეტინგი & გაყიდვები ბიზნესის წარმატებისთვის ეფექტურად”, რომელიც ორგანიზებული იყო “ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისის” მიერ, წარმატებით ჩატარდა 2024 წლის 29 ივნისს.

💫 სემინარს უძღვებოდა ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი, თეონა ჭიღლაძე, შპს ემლაბ სამცხის (ლაბორატორიის)თანადამფუძნებელი ახალციხესა და ახალქალაქში, ასევე ბიზნეს საკონსულტაციო და მარკეტინგული სააგენტოს დამფუძნებელი .

💫 მისი მდიდარი გამოცდილება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროებში აისახა ლექციის შინაარსზე და მონაწილეებმა მიიღეს ფასდაუდებელი ცოდნა და პრაქტიკული რჩევები.

💫 ორსაათიანი ლექცია-სემინარი მოიცავდა შემდეგ მნიშვნელოვან თემებს:

1. წარმატებული ბიზნეს მოდელის აუცილებელი კომპონენტები

2. ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია ბიზნესზე მორგებული ბიზნეს მოდელის შესაქმნელად

3. მარკეტინგისა და გაყიდვების როლი ბიზნესის ზრდაში და მათი ერთიანობა მაქსიმალური ეფექტისთვის

4. სწორი კომუნიკაცია გაყიდვებში

5. რეალური მაგალითების და შემთხვევების შესწავლა საილუსტრაციოდ მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სემინარი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

💫 მათ მიიღეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული რჩევები და ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარებათ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და მართვაში.

💫 განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სემინარმა შექმნა შესანიშნავი პლატფორმა ნეთვორქინგისთვის.

💫 მონაწილეებმა შეძლეს დაემყარებინათ ახალი კონტაქტები და გაეზიარებინათ გამოცდილება სხვადასხვა სფეროსა ქალბატონებთან.

💫 ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ქ-ნ თეონას კი გადაეცა სამადლობელო სიგელი.

💫 საერთო ჯამში, ეს ლექცია-სემინარი იყო კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ქალთა და მათ იდეათა გაძლიერებისა და მხარდაჭერის გზაზე.

კომენტარის დატოვება