ნოემბერი 23, 2024 03:15

ნომინაციაში “ლიდერი ჯანდაცვის მენეჯმენტში-2024” წარდგენილია ანგელინა ორჯონიკიძე

დღეს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი შემოუერთდა ლიდერ ქალთა საზოგადოებას. ეს ქალბატონი გახლავთ ანგელინა ორჯონიკიძე, რომელიც პროფესიით ექიმი გახლავთ, თუმცა ბოლო 20 წელია საქმიანობს, როგორც მენეჯერი, ჯანდაცვის სფეროში. კორპორაცია, რომელშიც იგი საქმიანობს, ყველაზე მსხვილი მოთამაშეა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში.

გიზიარებთ ანგელინა ორჯონიკიძის ნარატივს:

ჩვენს კორპორაციას ყველა იცნობს, როგორც კორპორაცია „ევექსი“, თუმცა შარშან მოხდა რებრენდინგი და სტრუქტურული ცვლილებები ჩვენს კომპანიაში და დღეს ცალკე იურიდიული პირია „ევექს კლინიკები“,- რომელიც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის დიდ ქსელს საქართველოში,, „საქართველოს კლინიკები“, რომელიც აერთიანებს 30 ზე მეტ საავადმყოფოს და ბოლოს კორპორაცია“ვიან“, რომელიც აერთიანებს 7 დიდ რეფერალურ ჰოსპიტალს , რომელთაგან ორი ფუნქციონირებს ქუთაისში, – ესენია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და ქრისტინა კეილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი, ასევე უმძლავრესი სისხლის ბანკი და რეფერალური ლაბორატორია

სწორედ: „ვიანის“ ქუთაისის კლასტერის დირექტორად ვაგრძელებ მე დღეს საქმიანობას.

ჩვენ ვოპერირებთ დღეს ქუთაისში 350 საწოლფონდით, არ არსებობს სერვისი სამედიცინო სფეროში, რომლის მიწოდებაც არ ხორციელდება ჩვენს ჰოსპიტლებში რეგიონის მოსახლეობისთვის.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კორპორაციაში 20 წლიანი საქმიანობის მანძილზე არის ის, რომ, ჩვენი კორპორაცია მუდმივად ორიენტირებულია უწყვეტ განვითარებაზე, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე, ჩვენთვის პრიორიტეტია პაციენტის და თანამშრომლის კმაყოფილება და ყოველწლიურად ვდგამთ წინ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

ქალბატონი ანგელინა ეცნობა ლიდერ ქალთა საზოგადოებას:

მე ვარ ანგელინა ორჯონიკიძე, არ მახსენდება გააზრებული ცხოვრების რომელიმე ეტაპი, როცა სხვა პროფესიაზე, გარდა ექიმობისა მეფიქროს, ან კიდევ მენანოს ჩემს მიერ არჩეული პროფესიის გამო.

მე გავიზარდე ექიმების ოჯახში, სადაც ეს პროფესია თაობიდან თაობას გადაეცემა და ჩემი შვილები მეოთხე თაობის ექიმები არიან; სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ; უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ ვმუშაობდი, როგორც პრაქტიკოსი ექიმი და ჩემი საქმიანობის დიდ დროს ასევე ვუთმობდი სასწავლო- საქმიანობას ექიმების პროფესიული განათლების მიმართულებით;

2003-2012 წლებში ვიყავი სადაზღვევო კომპანია ალდაგის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო კოორდინატორი, 2012 წლიდან ვარ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ხოლო ბოლო პერიოდში ვარ კორპორაცია ვიანის ქუთაისის რეგიონული დირექტორი;

მყავს შვილი,რძალი და 10 წლის შვილიშვილი; მაქვს სერიოზული სიამაყის გრძნობა, რადგან ჩემი შვილები კარგი ქართველები და კარგი პროფესიონალები არიან.

ჩემი აზრით ჯანდაცვის სფერო ერთ-ერთი საინტერესო სფეროა საქმიანობისთვის;

ბევრი გამოწვევებით და პერსპექტივით, მუდმივი ცვლილებებით და გაუმჯობესების უზარმაზარი რესურსით;

აქედან გამომიდინარე ქალი იქნები თუ კაცი, მთავარი არის პროფესიონალიზმი, შეუპოვრობა, სიმამაცე, ცვლილებებისადმი გახსნილობა და მუდმივად განვითარების სურვილი- ეს თვისებები თუ გაქვს სქესს ჩემი აზრით და გამოცდილებით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს;

ამასთან ერთად ჯანდაცვის სფეროში წარმატება იმხელა მადლიერებასთან არის დაკავშირებული, რომ სულ ახალი სტიმული გეძლევა რომ წინ იარო.

ჯანმრთელობის დაცვა და ჰოსპიტალური სექტორი ზოგადად არ გულისხმობს მარტივ სიტუაციებს.

ისედაც ვთვლი, რომ მარტივი სიტუაციები მოსაწყენია და ნაკლებად საინტერესო;

ჩვენთვის, ექიმებისთვის დღეში რამდენჯერმე დგება რთული სიტუაცია, როცა მაგალითად ემერჯენსში ერთბაშად შემოვარდება რამდენიმე პოლიტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის და ყველა მათგანს სასწრაფო შეფასება და დახმარება სჭირდება.

ან როცა ახალდაბადებული ბავშვი დახმარებას საჭიროებს და მისი მთელი ოჯახი სასოწარკვეთილი ერთადერთ იმედად გიყურებს.

ან როცა მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის დროს წუთები წყვეტს ყველაფერს და აშ.

მაგრამ 2020 წელს, ანუ კოვიდის წელს მივხვდი, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის შენი თანამშრომლების სიცოცხლის და უსაფრთხოების გამო პასუხისმგებლობა;

წარმოიდგინეთ 1000 მდე ადამიანი, რომლებთან ერთად უნდა შეძლო გააკეთო ჰოსპიტლის სრული მობილიზება, სწორად მართო როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები პანიკაში მყოფი პაციენტების და მათი ოჯახის წევრების, რაც არ უნდა დაგიჯდეს უზრუნველყო ჰოსპიტალი ყველა საჭირო სახარჯით და მედიკამენტით (მაშინ სერიოზული პრობლემა იყო ეს ) და ამასთან ერთად გიპყრობს შენი გუნდის უსაფრთხოების გამო დაუძლეველი შიში…

ვფიქრობ მენეჯმენტში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანური რესურსის სწორად მართვა, უფრო სწორად სწორ ადამიანებთან ერთად ბიზნესის სწორი მართვა არის მენეჯერის ყველაზე დიდი წარმატება ;

მე ვარ ქუთაისელი, ვერც წლებმა, ვერც სხვადასხვა გამოწვევამ ვერ შემიცვალა აზრი ქუთაისზე და მიყვარს ჩემი ქალაქი;

ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე, ასევე ვთვლი, რომ თავის ადგილიდან წვლილი უნდა შეიტანოს მისი ქვეყნის განვითარების და კეთილდღეობის საქმეში.

მე ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩემს კორპორაციასთან ერთად უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებთ ჩემი ქალაქისთვის და რეგიონისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის ნაწილში;

დღეს, რომ ქუთაისში არსებობს ჰოსპიტალი, სადაც 24 საათი, კვირაში 7 დღე არსებობს უწყვეტი კარდიოლოგიური ნევროლოგიური, კარდიო ნეირო და ანგიოქირურგიული სერვისები, საუკეთესო ტრავმა-ორთოპედიული, ზოგად ქირურგიული გუნდი, ყბა-სახის, თორაკოქირურგიული სამსახურები.

მესამე დონის პერინატალური ცენტრი -დედისა და ბავშვისთვის უსაფრთხო სამედიცინო სერვისის მიწოდების საშუალებით;

როდესაც ქუთაისში, რეგიონიდან გაუსვლელად შეიძლება მაღალი ხარისხის სრული ონკოლოგიური სერვისის მიღება ქირურგიიდან დაწყებული ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის ჩათვლით;

როცა რეგიონისთვის ხარ დიალიზის, სისხლის ბანკის ყველაზე დიდი ოპერატორი, როდესაც შენი ჰოსპიტალი რეგიონს აძლევს იმის სიმშვიდეს, რომ ყველა სამედიცინო სერვისს უწყვეტად და ადგილზე მიიღებს და თან ამას აკეთებ ახალგაზრდა, მაღალკვალიფიციური კადრების საშუალებით, რომლებიც ერთი წუთით არ გაძლევენ მოდუნების საშუალებას და სულ წინსვლაზე ფიქრობენ -ეს ნიშნავს, რომ ქალაქი ცოცხლობს და სიცოცხლეს აგრძელებს და როდესაც გრძნობ რომ ამ ყველაფრის მონაწილე ხარ და იზიარებ პასუხიმგებლობას არა მარტო შენს 1000მდე თანამშრომელზე არამედ ქალაქზე, რეგიონზე, ქვეყანაზე სწორედ ეს ჩართულობა და ეს წვლილი არის ჩემი ყველაზე დიდი წარმატება და ის საზრდო, რომელიც მაძლევს ახალ ენერგიას, ახალ სიმამაცეს თვალი გავუსწორო ახალ გამოწვევებს.

გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში..

არ არის დასამალი, რომ ქართულ საზოგადოებაში კვლავაც შენარჩუნებულია არასამართლიანი დამოკიდებულებები ქალთა ლიდერობის, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში როლისა და დასაქმების მიმართ;

თუმცა იმ კორპორაციაში, რომელშიც მე ვმუშაობ 7 დირექტორიდან 6 ქალი არის და ყველა წარმატებული თავის საქმეში ამასთან ერთად თითოეული მათგანი არა მარტო კარიერაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც თვითკმარი და რეალიზებულია ; კიდევ ერთხელ გავიმეორებ , რომ მთავარი არის არა გენდერული ნიშანი, არამედ ემოციური ინტელექტი , პროფესიონალიზმი და ცვლილებებისადმი ღიაობა ;

მიხარია, რომ ახალგაზრდებში ამ საკითხისადმი გაცილებით უფრო სწორი და ობიექტური მიდგომაა;

 

 

კომენტარის დატოვება