ნოემბერი 22, 2024 04:17

ნომინაციაში წარმატებული ექიმი, დერმატო – კოსმეტოლოგი – ინექციონისტი -2023 წარდგენილია ია ბურჭულაძე

ქალბატონ იას მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს ესთეტიკურ მედიცინაში, ფლობს ყველა თანამედროვე კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, ინექციურ და არა ინექციურ ტექნოლოგიებს.

მას ასევე მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატები. ია ბურჭულაძე ლიცენზირებული ექიმია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე, გარდა საქართველოში, ამერიკაში,ადგილობრივ კლინიკებშიც მოღვაწეობს.

 

ქალბატონი ია ხშირად მართავს ვიზიტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სადაც კონსულტაციებს, თერაპიებს და პროცედურებს ჩვენს თანამემამულეებს უტარებს.

მან 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. რეზიდენტურა აქვს გავლილი ,,ნიუ-დენტი”-ში. ასევე, მიღებული აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატი .

მრავალწლიანი სტომატოლოგიური გამოცდილების შემდგომ, წლების მერე გადაწყვიტა, რომ ბედი დერმატო-კოსმეტოლოგიაში ეცადა. რაც, მისი თქმით საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან დღეს მოღვაწეობს იმ სფეროში რომელიც, ძალიან უყვარს.

იას ყოველდღიური საქმიანობა ადამიანების სილამაზეზე ზრუნვაა. მას ეს საქმიანობა აბედნიერებს და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე.

 

-როცა ბედნიერ ადამიანს ვხედავ, ეს ყველაზე დიდი სტიმულია ჩემთვის, რათა მუდმივად ვადევნო თვალი, გავეცნო და თქვენამდე მოვიტანო ყველა სიახლე, რაც ჩემს პროფესიაში არსებობს. ჩემი სამომავლო გეგმებიც სწორედ ჩემს პროფესიას უკავშირდება. ამ ეტაპზე ვაწარმოებ მოლაპარაკებას და ახლო მომავალში ვაპირებ საკუთარი კლინიკის გახსნას, სადაც ყველა ქალს ექნება შესაძლებლობა ერთ სივრცეში მათთვის ყველა საჭირო პროცედურის მაღალ დონეზე ჩატარების.

-გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

– ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ქალები გაცილებით ძლიერები არიან ნებისმიერ სფეროში, ვიდრე მამაკაცები. კონკრეტულად  სილამაზის სფეროში, კი ვფიქრობ, სადავეები ქალებს გვიჭირავს და ჩვენ ვართ უდავოდ წამყვანები. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ შესაძლებლობებს და სურვილებს გენდერი არ აქვს და მიზანდასახულობითა და თავდაუზოგავი შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

-რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

-ვამაყობ იმით, რომ ვარ ძლიერი ქალი და შემდგარი პერსონა. ვარ ორი შვილის დედა და მიუხედავად ჩემი ასაკისა, გადავწყვიტე ცხოვრება თავიდან დამეწყო. ვახერხებ, რომ ვისწავლო, ვიმუშაო ამასთანავე, ვიყო მზრუნველი და ყურადღებიანი დედა, რასაც ვფიქრობ, რომ თავს წარმატებით ვართმევ.

 

-რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა  დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

-უსმინონ მხოლოდ საკუთარ თავს, როდესაც დგება წინააღმდეგობის შიშის მომენტი, როცა ფიქრობენ „გამომივა თუ არა?!“- მინდა, იცოდნენ რომ თუ ერთხელ არ გაგიმართლებთ, არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ და მეორედ არ უნდა სცადოთ, პირიქით, არ გაჩერდეთ! რადგან სწორედ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც თქვენივე ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.

თავდაჯერებულობა! სასიცოცხლოდ აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, არჩევანის, გქონდეთ სწორი თვითშეფასება, გიყვარდეთ შრომა, სწავლა და განვითარება.!

კომენტარის დატოვება