დეკემბერი 3, 2024 23:30

უგემრიელესი, არომატული ყავა “მაია” “ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპონსორია
შპს ემ ჯგუფის მიერ წარმოებული უგემრიელესი, არომატული
 ყავა “მაია”.
ყავა მაია გთავაზობთ ორი განსხვავებული სახეობის ყავას სხვადასხვა ზომის შეფუთვით, რობუსტა კლასიკსა და რობუსტა გოლდს, რომელთაც განასხვავებს სიძლიერე და მოხალვის დონე.
ყავა “მაიას ისტორია 1999 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქ ქობულეთში ქალბატონმა მაია ბოლქვაძემ მეუღლესთან ერთად თავიანთ მცირე ბიზნესში, საკუთარ პატარა მაღაზიაში პირველი ყავის საფქვავი აპარატი შემოიტანა.
• 1998-1999 წლებში ოჯახის ახლობელმა ბულგარეთიდან ჩამოიტანა ყავის საფქვავი წისქვილი და გვირჩია ჩვენც შეგვეძინა მსგავსი. იდეა მოგვეწონა, მაგრამ არასაკმარისი ფინანსების გამო ყიდვა ვერ შევძელით, თუმცა ბატონმა ნოდარმა,ქალბატონი მაიას მეუღლემ ანუ მამაჩემმა, გადაწყვიტა თავადვე აეწყო მსგავსი აპარატი. მართლაც მალევე მან საკუთარი ხელით ააწყო იმ წისქვილის ანალოგი და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი პატარა ბიზნესი. – იხსენებს ბრენდის დამფუძნებელი, ქალბატონი მაიას ვაჟი, ბატონი მირიანი.
ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ხელის ყავის საფქვავი აპარატი აქტიურად გამოიყენებოდა ყველა ოჯახში და უგემრიელესი ყავა, რომელიც ქალბატონი მაიას მაღაზიაში იყიდებოდა, ძალიან პოპულარული გახდა მთელს რაიონში. შესაბამისად ხალხმა იმისათვის, რომ ერთმანეთისთვის მარტივად მიენიშნებინათ სად იყიდებოდა კარგი ყავა, რომელი უნდა წამოეღოთ თუკი ერთმანეთს აბარებდნენ, მარტივად “მაიას ყავა” დაარქვეს.
• შემდგომში, როცა გადავწყვიტეთ ქსელის გაფართოება, პროდუქციას დავარქვით “ მაია”, რათა ხალხი ადვილად მიმხვდარიყო, რომ ეს სწორედ ის მათთვის ასე საყვარელი მაიას ყავა იყო, რომელიც მაიას მაღაზიაში იყიდებოდა.
ბრენდირებული ყავის შექმნის იდეის გაჩენისთანავე ძმებს, ბატონ მირიანსა და ბატონ მირზას ბევრი არ უფიქრიათ სახელზე და სწორედ დედის სახელი “მაია” დაარქვეს, რომელიც ასე ნაცნობი იყო ქობულეთში კარგი ყავის ყველა მოყვარულისთვის.
ბატონი მირიანი ამბობს, რომ , სამწუხაროდ, ყავის მაღალი ფასიდან გამომდინარე, ბევრი კომპანია ცდილობს ფასის შემცირებას სხვადასხვა მინარევების გზით, რაც რა თქმა უნდა მოქმედებს ყავის ხარისხზე.
• ჩვენი ხედვა განსხვავებულია და ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ყავა ყოველგვარი მავნე მინარევის გარეშე, 100%-ით ნატურალური, რაც ვფიქრობ ჩვენი კომპანიის წარმატების გასაღებია.
ბატონი მირიანი, რომლის ბრენდსაც სწორედ ქალის სახელი ჰქვია და ბიზნესის განვითარების ისტორიაც სწორედ ქალს, დედას, ქალბატონ მაიას უკავშირდება, გვიზიარებს კომპანიის დამოკიდებულებას ქვეყანაში ქალთა როლის შესახებ:
• გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი პროდუქციის მომხმარებელთა დაახლოებით 70% ქალია, ჩვენ ვცდილობთ ყოველ მომდევნო გადადგმულ ნაბიჯზე გავითვალისწინოთ ქალბატონების შეხედულებები და სწორედ ასე ვქმნით ახალ პროდუქციას. ამასთანავე ჩვენთან დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ქალია. და რომ არა ქალბატონი მაია, თავისი მტკიცე ხასიათით, ბრძოლისუნარიანობითა და კარგი იდეებით, დღეს ყავა “მაია” არ იარსებებდა.
• ამიტომ ვფიქრობთ, რომ ქალბატონებს აქვთ ბევრი განსხვავებული ხედვა მამაკაცებისგან განსხვავებით, რომელიც აუცილებელია წარმატების მოსაღწევად, მთავარია თავდაჯერებულობა და მათი იდეების ხმამაღლა გაჟღერება. ასე რომ, მათი როლი საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია და 21 საუკუნეში საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს სტერეოტიპი “ქალი მხოლოდ სამზარეულოში”, რათა ბევრი წარმატებული ქალი ვიხილოთ მომავალში ფართო ასპარეზზე.
ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს ბიზნესსა თუ კარიერაში კომპანიის დამფუძნებლები ურჩევენ:
• “ ქალი სუსტი არსებაა”- ესაა სტერეოტიპი ჩვენს საზოგადოებაში, რომელსაც თვითონ ქალბატონებიც იჯერებენ და საზღვრებს უწესებენ თავიანთ თავს, თითქოს რაღაცის გაკეთება არ შეუძლიათ. ეს მცდარი შეხედულებაა და ქალბატონებს ვუსურვებთ, რომ იყვნენ მეტად თავდაჯერებულები, მიზანდასახულები და ისინი აუცილებლად გახდებიან წარმატებულები!

კომენტარის დატოვება